ღირებულება

ღირებულება

ფილოსოფიური და სოციოლოგიური კატეგორია, რომელიც გამოხატავს: 1. ობიექტის დადებით ან უარყოფით მნიშვნელობას მისი ეგზისტენციალური და რაოდენობრივი მახასიათებლის მიუხედავად (საგნობრივი ღ.) 2. ნორმატიულ შეფასებით დამოკიდებულებას საზოგადოებრივი მოვლენებისადმი (სუბიექტური ღ.). ღ–ის ფილოსოფიური თეორიის შექმნა უკავშირდება ლოტცესა და კოჰენის სახელებს, ხოლო ღ–ის სოციოლოგიური თეორია სრულყოფილად ჩამოაყალიბა მაქს ვებერმა. ღ. არის ყოველივე ის, რასაც მნიშვნელობა აქვს ადამიანთა მოღვაწეობისათვის. იგი მოიცავს სულიერ იდეალებს, ზნეობრიობის ნორმებსა და პრინციპებს, პოლიტიკურ და სამართლებრივ ურთიერთობებსა და ა.შ. სოციალური ღ–ები ის ფუნდამენტური ნორმებია, რომლებიც უზრუნველყოფს სოციალური სისტემის მთლიანობას, რამდენადაც მასში გამოიხატება განსაზღვრული სულიერი ფასეულობების განსაკუთრებული მნიშვნელობა მოცემული სისტემის არსებობისა და განვითარებისათვის. იგი ჯერ არ განხორციელებულა, მაგრამ სინამდვილის მიმართ მნიშვნელობს. იგი მიზან–საშუალებათა სფეროა, რომელშიც მიზნები ბატონობს და მომავლისკენაა მიმართული. ეპოქათა ცვალებადობის პროცესში ადგილი აქვს ღ–თა შეცვლას ან გადაფასებას. არსებობს ღ–თა სრული გადაფასების, მათი მსხვრევის, უარყოფის პროცესიც.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……