ღირებულებითი ორიენტაციები

ღირებულებითი ორიენტაციები

სოციალური სუბიექტების, პიროვნებების, კლასების, ეთნოსების, პროფესიული და დემოგრაფიული ჯგუფების (ახალგაზრდების, ქალების, მამაკაცებისა და სხვ.) მატერიალური, პოლიტიკური, სამართლებრივი, სულიერი ფასეულობებისადმი დამოკიდებულება, რომელიც განსაზღვრავს ინდივიდების მოქმედების მიმართულებასა და ქცევას. სუბიექტის მიერ გაზიარებული სოციალური ღირებულებები ხდება ცხოვრების მიზანი და ამ მიზნების მისაღწევი ძირითადი საშუალება. ამით იძენენ ისინი სოციალური ქცევის მნიშვნელოვანი რეგულაციის ფუნქციას. ღ.ო. სოციალიზაციის პროდუქტია, ე.ი. კრებულია საზოგადოებრივ–პოლიტიკური, ზნეობრივი, ესთეტიკური იმპერატივებისა და აუცილებელი ნორმატიული მოთხოვნებისა, რომლებიც წაეყენება მოცემული სოციალური ერთობის წევრს. ღ.ო–ის ცნება სოციოლოგიაში შემოიღეს უ. თომასმა (აშშ) და ფ. ზნანეცკიმ (პოლონეთი), როგორც პიროვნების სოციალური განწყობის („სოციალური ატიტუდის“) მაჩვენებელი, მისი ქცევის მარეგულირებელი. ღ.ო–ის სიმტკიცე და თანმიმდევრულობა სუბიექტების სტაბილურობის და მყარი პოზიციების, ხოლო საწინააღმდეგო – არასტიბილურობის, მარგინალობის ან ფსიქიკური მოშლილობის მაჩვენებელია.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……