შეთანხმება სოციალური პოლიტიკის შესახებ

შეთანხმება სოციალური პოლიტიკის შესახებ

E. Social Policy Agreement

შეთანხმება სოციალური პოლიტიკის შესახებ ერთვის სოციალური პოლიტიკის ოქმს, რომელიც თავად ევროკავშირის ხელშეკრულების თანდართული დოკუმენტი იყო. შეთანხმებას ხელი მოაწერა 14 წევრმა სახელმწიფომ (დიდი ბრიტანეთის გარდა) და იგი სოციალური პოლიტიკის მიზნებს ადგენს. თავისთავად ეს მიზნები 1989 წლის სოციალურმა ქარტიამ განსაზღვრა: დასაქმების ხელშეწყობა, საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გაუმჯობესება, სეგრეგაციასთან ბრძოლა, ადამიანური რესურსების განვითარება და ა.შ \n1997 წლის მაისში, ახალი მთავრობის არCევის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ მას სურდა შეერთებოდა დანარCენ თოთხმეტ წევრ სახელმწიფოს ერთიანი სოციალური პოლიტიკის სფეროში. ამსტერდამის ხელშეკრულებამ მოახდინა ზემოაღნიშნული შეთანხმების ინკორპორირება ევროგაერთიანების ხელშეკრულებაში. ამით კი ახალი სამართლებრივი საფუძველი შეექმნა ისეთ სოციალურ საკითხებს, როგორიცაა ქალისა და მამაკაცის უზრუნველყოფა თანაბარი შესაძლებლობებით, სოციალური სეგრეგაციის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……