შეიარაღების კონტროლი

შეიარაღების კონტროლი

სამხედრო ძალების მშენებლობის, განლაგების ან გამოყენების ნებაყოფილობითი შეზღუდვის პოლიტიკა. შ.კ-ის პოლიტიკა გულისხმობს, რომ სამხედრო ძალა საერთაშორისო პოლიტიკის ინსტრუმენტს წარმოადგენს და მისი გამოყენება დაშინების მიზნებისათვის დასაშვებია. შ.კ. სწორედ ამით განსხვავდება განიარაღების პოლიტიკისაგან, რაც სამხედრო შეიარაღების სრულ მოსპობას ითვალისწინებს. შ.კ. ეფუძნება მოსაზრებას, რომ გამალებული შეიარაღება, რომელიც უსაფრთხოების დილემას წარმოშობს, საერთაშორისო ურთიერთობების ყველა მონაწილეს წამგებიან მდგომარეობაში აყენებს. ცივი ომის პირობებში შ.კ-ის პოლიტიკის მთავარი მიზანი საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებში სტაბილურობის მიღწევა იყო, ხოლო შეიარაღების ნუსხაში ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს მასობრივი განადგურების იარაღი იკავებდა.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……