შეკავების პოლიტიკა

შეკავების პოლიტიკა

შეერთებული შტატების პოლიტიკის წარმმართველი პრინციპი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელიც საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ისახავდა მიზნად. შ.პ. მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოქმედებდა. თავდაპირველად შ.პ-ის იდეა ამერიკელმა დიპლომატმა ჯ. ქენანმა წამოაყენა 1947 წელს. შ.პ-ის ძირითადი კომპონენტები იყო სამხედრო ალიანსები, ეკონომიკური დახმარება და ძირგამომთხრელი საქმიანობის ფარული ხელშეწყობა, ხოლო მთავარი პრინციპები – დაშინება და ინტერვენცია. უფრო გვიანდელი ინტერპრეტაციით, შ.პ. კომუნიზმისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის გავრცელების შეზღუდვას ითვალისწინებდა.

See also: საერთაშორისო კონფლიქტი

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……