შემთხვევის ანალიზი (შესწავლა)

შემთხვევის ანალიზი (შესწავლა)

შემთხვევის შესწავლა არის თვისებრივი კვლევის მეთოდი და ასევე, ზოგადად, კვლევითი სტრატეგია, რომლის მიზანია ცალკეული ფენომენის ემპირიული შესწავლა რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციაში სხვადასხვა წყაროების გამოყენებით (Yin, 1994). შემთხვევის შესწავლა ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სფეროებში, მაგალითად, პედაგოგიკა, მედიცინა, ჟურნალისტიკა, ანთროპოლოგია, ფსიქოლოგია და სხვა.

შემთხვევის შესწავლა შეიძლება მოიცავდეს როგორც ერთი ადამიანის შემთხვევის შესწავლას, ასევე ჯგუფების, ორგანიზაციების, გარკვეული თემის, მოვლენის ან ურთიეთობების შესწავლას. კერძოდ,

1. ინდივიდის შესწავლა – მოიცავს ინდივიდის შემთხევის შესწავლას. მაგალითად, კონკრეტული ბავშვის მეტყველების ან ქცევის შესწავლა.

2. ჯგუფების შესწავლა – მისი მიზანია ჯგუფის (მაგ: ოჯახი) წევრებს შორის ურთიერთობის და აქტივობების აღწერა და შესწავლა.

3. თემის შესწავლა – ფუკუსი კეთდება ერთ ან რამოდენიმე თემზე. მიზანია ცხოვრების ძირითადი ასპექტების შესწავლა (შრომა, დასვენება, ოჯახური ცხოვრება, სასკოლო ცხოვრება), წევრებს შორის ურთიერთმიმართების აღწერა და და სხვა.

4. ორგანიზაციის და ინსტიტუტების შესწავლა – სკოლების, ფირმების, სავაჭრო დაწესებულებების და ა.შ. შესწავლა. ფოკუსირებულია შრომით საქმიანობების, მენეჯმენტის, ორგანიზაციის კულტურის შესწავლაზე და ა.შ.

5. მოვლენების, როლების და ურთიერთობების შესწავლა – მაგალითად, შეისწავლის მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობას, რაღაცა შემთხვევას, დანაშაულის რაიმე ფორმას, როლების კონფლიქტს;

შემთხვევის შესწავლა გულისხმობს მოვლენათა დეტალური აღწერას, იგი აგრეთვე მოიცავს მის ახსნას და ინტერპრეტაციას გარკვეულ თეორიებთან მიმართების დადგენის საფუძველზე, თუმცა აუცილებელია ფაქტების და მის შედეგად გაკეთებული დასკვნების ერთმანეთისგან მკაფიოდ გამოცალკევება, სხვა სიტყვებით, ნათლად უნდა ჩანდეს სად არის ფაქტი და სად ავტორისეული ვარაუდი.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……