შემსრულებელი

შემსრულებელი – მსახიობი (თეატრის, კინოსი და ა.შ.), მომღერალი, მუსიკოსი, მოცეკვავე ან სხვა პირი, რომელიც თამაშობს როლს, კითხულობს, მღერის, ახდენს დეკლამირებას, უკრავს მუსიკალურ ინსტრუმენტზე ან სხვაგვარად ასრულებს ლიტერატურის ან ხელოვნების ნაწარმოებს, საესტრადო, საცირკო, თოჯინურ ან ფოლკლორულ ნომერს.   Source: საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4;   სამუშაოთა შემსრულებელი ან მომსახურების გამწევი საწარმო, ორგანიზაცია, დაწესებულება, ან მოქალაქემეწარმე.   Source: საქართველოს კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“, 1996 წლის 20 მარტი, შესავალი. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……