შერჩევის ტიპები

შერჩევის ტიპები

მთლიანი პოპულაციიდან საკვლევი ჯგუფი ყალიბდება შერჩევის რამდნიმე ტიპის საფუძველზე: ა) შემთხვევითი შერჩევა. მიმართავენ ან შემთხვევით რიცხვებს, ან სისტემატურ შერჩევას; შემთხვევითი რიცხვები გამოიყენება ყველა ინდივიდისთვის გამოკვლევაში მონაწილეობის თანაბარი შანსის უზრუნველსაყოფად. ასეთი გამოკვლევების სისტემატური ჩატარებისას პირველ ინდივიდუუმს ჩამონათვალიდან უწესრიგოდ არჩევენ, მომდევნოებს კი – დადგენილი ინტერვალების შესაბამისად. სიიაფისა და სისწრაფის გამო გამოიყენება ბაზრისა და საზოგადოებრივი აზრის საკვლევად, მაგრამ მოულოდნელობებისგან დაზღვეული არ არის (მაგ., ვინმემ შეიძლება ნებაყოფილობით მოინდომოს გამოკვლევაში მონაწილეობა). ბ) სტრატიფიცირებული შერჩევა გულისხმობს მოსახლეობის დაყოფას სტრატებად რაიმე მახასიათებლით (ასაკი, სქესი, საცხოვრებელი, სოციალური კლასი) და ყოველი სტრატიდან შემთხვევითი შერჩევით გამოსაკითხი ჯგუფის შექმნას შერჩევის რეპრეზენტატულობის (წარმომადგენლობის) გაუმჯობესების მიზნით, რამდენადაც შერჩევის მოცულობა გენერალურ ერთობლიობაში არსებული სტრატის ზომის პროპორციული ხდება. გ) კვოტური შერჩევა მიზნობრივი შერჩევის ფორმაა. მისი ზომა შეიძლება წინასწარ იყოს განსაზღვრული. გულისხმობს სტრატებად დაყოფას რაიმე მახასიათებლით და იმ ინდივიდუუმთა რაოდენობის დათვლას, რომელთა ჩართვაცაა საჭირო ყოველი კატეგორიის გენერალური პოპულაციის სტრუქტურის ასახვისათვის ანუ პოპულაციაში არსებული რაიმე ჯგუფიდან შერჩევა ხდება კვოტებით. ახლანდელ სტადიაზე გამოკვლევების ჩატარებისას შემთხვევითობა დაშვებულია, მაგრამ თითოეული უჯრედის ზომის და დადგენისთანავე ამგვარი შერჩევა შეწყდება; შემთხვევითი შერჩევის ნაცვლად ჩამტარებლები ცდილობენ შესაბამისი კვოტების მიღწევას ყოველ უჯრედში, შემთხვევითობის არარსებობა კი ნიშნავს სწორი პროპორციის მიღწევას ყველა უჯრედში; შემთხვევითი შერჩევა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, რამდენადაც საკვლევი პოპულაციის ინდივიდებს გამოკვლევაში მონაწილეობის თანაბარი შანსები არა აქვთ, ამასთან, არსებობს სხვა ცვლადებთან აღრევის ალბათობაც. დ) კლასტერული შერჩევა ნათესაური ერთობლიობიდან (ჯგუფებიდან), კლასტერებიდან ირჩევს გამოსაკვლევ ჯგუფს და ნაკლებად მიმართვს შემთხვევით შერჩევას; უფრო სწრაფია და იაფი, მაგრამ თუ კლასტერები წარმომადგენლობითი არ არის, არსებობს ცვლადთა აღრევის საშიშროება. მაგ., ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებების თაობაზე გამოკითხვები ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ტარდება, მაგრამ კლასტერული შერჩევით შექმნილი გამოსაკითხი ჯგუფი შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს წარმომადგენლობითი კონკრეტულ რეგიონში არსებული პოლიტიკური სიტუაციის გამო.

See also: შერჩევა

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……