შიდა ტრანზიტი

შიდა ტრანზიტი – ქვეყნის შიგნით მოქმედი სატრანსპორტო საშუალების დროებითი სარეგისტრაციო ნიშანი, რომელიც გაიცემა სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ მითითებული ვადით: კ.ა) იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც ქვეყნის შიგნით ეცვლებათ დგომის (რეგისტრაციის) ადგილი, არა უმეტეს 10 დღის ვადით; კ.ბ) უცხო ქვეყანაში აღრიცხვიდან მოხსნილ იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოში შემოიყვანეს რეგისტრაციის მიზნით, არა უმეტეს 30 დღის ვადით.   Source: საქართველოს კანონი: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 3. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……