შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია

E. World Labour Organization

შეიქმნა 1919 წელს ვერსალის სამშვიდობო კონფერენციაზე როგორც ერთა ლიგასთან არსებული ავტონომიური ორგანიზაცია. 1946 წლიდან მოქმედებს როგორც გაეროს სპეციალიზირებული დაწესებულება. ამჟამად ორგანიზაციის წევრია 171 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო. მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად მასში მონაწილეობენ ამ სახელმწიფოების პროფკავშირებისა და მეწარმეთა დელეგატები. ორგანიოზაციის მიზანია, შეისწავლოს ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ცხოვრებისა და შრომის პირობეი და ხელი შეუწყოს მათ გაუმჯობესებას, იქ ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის დამკვიდრებას, სოციალური დაზღვევისა და სრული დასქმების უზრუნველყოფას, მოზარდთა და ქალთა შრომის დაცვას, ხელფასის დამაკმაყოფილებელი დონისა და თანაბარი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურების გარანტირებას, სიღატაკის წინააღმდეგ ბრძოლას და ა.შ. ორგანიზაცია ამზადებს და შეიმუშავებს საერთაშორისო კოდექსი, რომელშიც ჩამოყალიბებულია შრომასთან დაკავშირებული მინიმალური სტანდარტები \nშსო – ის უმაღლესი ორგანოა გენერალური კონფერენცია, რომელსაც წელიწადში ერთხელ მაინც იწვევენ, ხოლო აღმასრულებელი ორგანოა ადმინისტრაციული საბჭო, რომელიც წელიწადში სამ-ოთხჯერ ატარებს თავის სხდომებს ჟენევაში. საბჭო 56 წევრისგან შედგება, რომელთაგან 28 წევრი მთავრობის წარმომადგენელია, ხოლო 14-14 წევრი – მეწარმეთა და პროფკავშირებისა; 10 მუდმივი ადგილი მიცემული აქვთ „პირველხარისხოვანი სამრეწველო მნიშვნელობის ქვეყნებს“, ხოლო 14 წევრი აირჩევა გენერალური კონფერენციის მიერ სამი წლის ვადით. ადმინისტრაციული საბჭო ხელმძღვანელობს მუდმივ სამდივნოს – შრომის საერთაშორისო ბიუროს და სხვადასხვა კომისიისა და კომიტეტის მუშაობას, განსაზღვრავს ორგანიზაციის ბიუჯეტს და ირჩევს მის გენერალურ დირექტორს უდიდესი ქვეყნების დედაქალაქებში. 1969 წელს ორგანიზაციას მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. ორგანიზაციის შტაბ-ბინა ქ. ჟენევაშია.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……