ჩამარხვა

ჩამარხვა – ნარჩენების ან სხვა მასალების გემებიდან, საფრენი აპარატებიდან, ბაქნებიდან და ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციებიდან განზრახ მოცილება, აგრეთვე გემების, საფრენი აპარატების, ბაქნების ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციების განზრახ განადგურება; ჩამარხვად არ ითვლება ისეთი ნარჩენების ან სხვა მასალების მოცილება, რომლებიც გემების, საფრენი აპარატების, ბაქნების ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციების და მათი მოწყობილობების ნორმალური ექსპლუატაციის შედეგია, გარდა იმ ნარჩენების ან სხვა მასალებისა, რომლებიც სპეციალურად არის ტრანსპორტირებული გემებით, საფრენი აპარატებით, ბაქნებით ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციებით მათი მოცილების მიზნით ან რომლებსაც მოზიდავენ ასეთ გემებთან.   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ”, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 6. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……