ჩარტერი

ჩარტერი

E. charter

1. იხ. ხელშეკრულება ჩარტერის;

2. პრივილეგია, უპირატესობის უფლება;

3. საბუთი, რომელშიც არის სახელმწიფო ორგანოს თანხმობა კორპორაციის შექმნაზე.

See also: ადენდუმი

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. ჩარტერი – ხელშეკრულება, რომელშიც ერთი მხარე (გამქირავებელი) განსაზღვრულ საფასურად გადასცემს მეორე მხარეს (დამქირავებელს) ერთი ან რამდენიმე საჰაერო ხომალდის მთლიან ტევადობას ან მის ნაწილს ერთი ან რამდენიმე რეისით მგზავრების გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის გადაზიდვისათვის ან სხვა მიზნისათვის.   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს საჰაერო კოდექსი“, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1;   გემთმფლობელსა და დამქირავებელს შორის დადებული ხელშეკრულება გემის მთლიანად ან მისი ნაწილის იჯარით აღების შესახებ.   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსი“, 1997 წლის 15 მაისი, საქართველოს საზღვაო კოდექსის დანართი – „საქართველოს საზღვაო კოდექსში გამოყენებული საზღვაო ტერმინები“. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……