ცვალებადი გეომეტრიის ევროპა

ცვალებადი გეომეტრიის ევროპა

E. „Variable-geometry” Europe

ცვალებადი გეომეტრიის ევროპის იდეა გამომდინარეობს დიფერენცირებული ინტეგრაციის მეთოდიდან, რომლის თანახმადაც კავშირის სხვადასხვა წევრები და ორგანოები ინტეგრაციის განსხვავებულ დონეზე იმყოფებიან. ამსტერდამის ხელშეკრულება პირველად ეცადა ამ მოვლენის გაფორმებას დამფუძნებელ დოკუმენტებში. ხელშეკრულება ითვალისწინებს გაღრმავებული თანამშრომლობის ცნებას, რომლის თანახმადაც, წევრ სახელმწიფოთა ჯგუფს შეუძლია ევროპის კავშირის არსებული ინსტიტუციური სტრუქტურის ფარგლებში ამა თუ იმ კონკრეტულ სფეროში თანამშრომლობის/ინტეგრაციას. ამ მინისტრების საბჭოში გადაწყვეტილება მიიღება ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით. ოღონდ, ისე, რომ დანარჩენი წევრი სახელმწიფოებიდან არც ერთმა არ უნდა დაადოს ამ გადაწყვეტილებას ვეტო. ევროგაერთიანებაში ცვალებადი გეომეტრიის პრინციპით განვითარების მაგალითებს წარმოადგენდა დიდი ბრიტანეთის და დანიის უარი ეკონომიკური და სავალუტო კავშირის მესამე ეტაპში მონაწილეობაზე (რაც ერთიანი ვალუტის შემოღებას გულისხმობდა) ან ბრიტანეთის და ირლანდიის უარი შენგენის შეთანხმებაში მონაწილეობაზე.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……