ცვლილებები შრომის კოდექსში

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

საქართველოს  შრომის  კოდექსის  ავკარგიანობაზე  ბევრი  იწერებოდა.  აღსანიშნავია,  რომ  შემფასებელთა  უმრავლესობა  შრომის  კოდექსის  იმ  ვერსიას,  რომელიც  ახლაც  ძალაშია,  უარყოფითად  უყურებდა  და  თვლიდა,  რომ  ამ  კოდექსით  არ  იყო  კარგად  მოწესრიგებული  დამსაქმებლისა  თუ  დასაქმებულის  უფლება-მოვალეობები.

2012  წლის  22  ნოემბერს  პარლამენტის  ჯანმრთელობის  დაცვისა  და  სოციალურ  საკითხთა  კომიტეტის  მიერ  განხორციელდა  საკანონმდებლო  ინიციატივა  „საქართველოს  შრომის  კოდექსში”  ცვლილებების  შეტანის  თაობაზე.

2013  წლის  8  თებერვალს  საქართველოს  იუსტიციის  მინისტრმა,  თეა  წულუკიანმა  შრომის  კოდექსში  შესატანი  ცვლილებების  პროექტი  წარადგინა.  კოდექსში  რამდენიმე  მნიშვნელოვანი  ცვლილება  შევა.  განსაკუთრებით  მნიშვნელოვანი  ცვლილებები    მე-6,  მე-9,  37-ე,  38-ე,  მე-40,  41-ე  და  49-ე  მუხლებშია  შესული.

თქვენ  ეთანხმებით  ამ  ცვლილებებს?

პოსტი  მომზადებულია  საქართველოს  პარლამენტის  საიტზე  მოპოვებული    საქართველოს  შრომის  კოდექსში  ცვლილებების  შეტანის  თაობაზე  კანონპროექტის, 
საქართველოს  პროფკავშირების  საიტზე  მოპოვებული  შენიშვნებით  და  ჟურნალ  ლიბერალის  მიერ  გამოქვეყნებული  სტატიის  მიხედვით.