ციკლი

ციკლი

E. cycle

Gk. kiklos წრე, წრეხაზი

1. რაიმე მოვლენათა, პროცესთა, სამუშაოთა ერთობლიობა, რომელიც ქმნის რისამე მოქმედების დასრულებულ წრეს დროის გარკვეულ მონაკვეთში;

2. ერთმანეთთან დაკავშირებულ მოვლენათა ერთობლიობა, რისამე თანმიმდევრული რიგი. მაგ., ლექციების ციკლი;

3. რაიმე პრინციპით გაერთიანებულ მეცნიერებათა, დისციპლინათა ჯგუფი;

4. ერთი ჟანრის მხატვრული ნაწარმოებები, რომლებიც გაერთიანებულია თემატიკით, მოქმედი პირებით და სხვ.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……