ცხოვრების დონე (ცხოვრების სტანდარტი)

ცხოვრების დონე (ცხოვრების სტანდარტი)

სოციალურ–ეკონომიკური კატეგორია, რომელიც ადამიანთა მატერიალური და კულტურული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ხარისხს გამოხატავს. იგი საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფის დონეზე მიუთითებს და ცხოვრების წესის ერთ–ერთ მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს. ც. დ–ის დინამიკა ცხოვრების წესსა და განვითარებაზე ახდენს გავლენას. ც. დ–ს ადამიანის კეთილდღეობის ხარისხი განსაზღვრავს. ც. დ–ის მაჩვენებლებია: შრომის ანაზღაურების რაოდენობა, შემოსავალი, ინდივიდის ან ოჯახის რეალური კეთილდღეობისა და მომსახურების მოცულობა, სასურსათო და სამრეწველო საქონლის მოხმარების დონე, სამუშაო და თავისუფალი დროის ხანგრძლივობა, საცხოვრებელი პირობები, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის დონე და სხვა. ც. დ. მოიცავს აგრეთვე, საყოფაცხოვრებო, ქცევის, მოხმარების კულტურას, საზოგადოებრივ წესრიგსა და ა. შ.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……