ძეგლის კონსერვაცია

ძეგლის კონსერვაცია – ძეგლის არსებული მდგომარეობის შენარჩუნების, მისი განადგურების ან შეუქცევადი ცვლილებებისაგან დაცვის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა ერთობლიობა. ძეგლზე ასევე შეიძლება ჩატარდეს პრევენციული კონსერვაცია, რომლის მიზანია მხოლოდ პირველადი, გადაუდებელი, დროებითი ზომების მიღება ძეგლის რეაბილიტაციამდე. პრევენციული კონსერვაციისას გამოყენებული მეთოდოლოგია უნდა ითვალისწინებდეს გამოყენებული მასალებისა და საშუალებების ძეგლის დაუზიანებლად მოხსნის შესაძლებლობას.   Source: საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, 2007 წლის 8 მაისი, მუხლი 3. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……