წამების აკრძალვა

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

ადამიანის  სიცოცხლისა  და  ჯანმრთელობის  დაცვა  დემოკრატიული  საზოგადოების  ერთ-ერთ  უმთავრეს  საფუძველს  წარმოადგენს.  ამის  ერთ–ერთ  მნიშვნელოვან  გარანტად  ადამიანის  უფლებათა  და  ძირითად  თავისუფლებათა  ევროპული  კონვენციის  მესამე  მუხლი  გვევლინება.

არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას,
არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას

წამების აკრძალვა აბსოლუტური ხასიათისაა.

ნებისმიერი  უხეში  მოპყრობა  არ  არის  წამება.  მე-3  მუხლის  დარღვევის  დასადგენად  სახეზე  უნდა  იყოს  სისასტიკის  გარკვეული  ხარისხი.

როგორც  ნახეთ,  ევროკონვენციის  მესამე  მუხლში  მოცემულია  სამი  ტერმინი:  წამება,  არაადამიანური  მოპყრობა  და  ღირსების  შემლახავი  (დამამცირებელი)  მოპყრობა.  სამს  შორის  განსხვავება  ჩადენილი  სისასტიკის  ხარისხია.  სისასტიკის  ხარისხის  ზრდასთან  ერთად  იზრდება  დარღვევის  სიმძიმე.  უფრო  მარტივად  რომ  ავხსნათ,დამაცირებელი  მოპყრობა  ამ  სამს  შორის  ყველაზე  “მსუბუქი”  დანაშაულია,  შემდეგი  არაადმიანური  მოპყრობაა,  ყველაზე  სასტიკად  კი  ევროპული  სასამართლო  წამებას  მიიჩნევს.  ერთგვარი  სამკუთხედის  სახე  რომ  მივცეთ,  დაახლოებით  ასეთ  რამეს  მივიღებთ:

სავარაუდო  დარღვევის  შეფასებისას  მხედველობაში  მიიღება  შემდეგი  ფაქტორები:

მოვიყვან  რამდენიმე  მაგალითს  ევროსასამართლოს  პრაქტიკიდან,  რომელშიც  სასამართლომ  დაადგინა,  რომ  ადგილი  ჰქონდა  დამამხირებელ  ან  არაადამიანურ  მოპყრობას,  ანდა  წამებას.  აქვე  მივუწერ  იმ  კონკრეტულ  დაზიანებას,  რაც  ჩაითვალა  დარღვევად.

დამამცირებელი  მოპყრობა,  სასამართლოს  მიერ  განიმარტა  როგორც  მოპყრობა,  რომელიც  სცილდება  დასჯის  ჩვეულებრივ  ხარისხს  და  იწვევს  არასრულფასოვნებისა  და  შიშის  განცდას

არაადამიანური  მოპყრობა  არის  განზრახ  ძლიერი  სულიერი  ან  ფიზიკური  ტანჯვის  მიყენება,  რომელსაც  შეიძლება  არ  ახლდეს  ფიზიკური  ზიანი.  მაგალითად,  განმარტოებითი  პატიმრობა  (ე.წ.  კარცერი)17  თვიანი  ხანგრძლივობით  არაადამიანურ  მოპყრობად  ჩაითვალა.  არასათანადო  მოპყრობის  დასადგენად  საჭიროა  მტკიცებულება.  თუმცა,  მაშინ,  როდესაც  პირი  სახელმწიფოს  ხელთ  იმყოფება,  მტკიცების  ტვირთი  ამ  უკანასკნელზე  გადადის.

წამება  წარმოადგენს  მოპყრობას,  რომელსაც  ახასიათებს  შემდეგი  კომპონენტები:

რიგ  ქვეყნებში  წამების  “ორიგინალურ”  მეთოდებს  მიმართავენ.  მაგალითები:

სახელმწიფოს  გააჩნია  როგორც  ნეგატიური  ვალდებულება,  არამხოლოდ    თვითონ  არ  განახორციელოს  არასათანადო  მოპყრობა  არამედ  პოზიტიურიც,  –  უზრუნველყოს    ეფექტიანი  გამოძიება  მსგავსი  დარღვევის  ეჭვის  არსებობისას.  პოზიტიურ  ვალდებულებაში  იგულისხმება:

მაგალითები:

აიდინი  თურქეთის  წინააღმდეგ  –  მიუხედავად  იმისა,  რომ  ქალმა  არ  წარმოადგინა  მისი  გაუპატიურების  დამადასტურებებლი  მტკიცებულება,  პროკურორს  უნდა  გამოეძია  ფაქტი; ასენოვი  ბულგარეთის  წინააღმდეგ  –  14  წლის  ბიჭის  ცემა  პოლიციის  მიერ.  ექიმმა  მეორე  დღეს  აღმოაჩინა  დალურჯებები; ვეზნედაროღლუ  თურქეთის  წინააღმდეგ  –  გაუპატიურების  მუქარა,  ელექტროშოკის  გამოყენება;