წარმომადგენლობითი ხარჯები

წარმომადგენლობითი ხარჯები

E. representative costs/expenses

სამმართველო ხარჯების ნაწილი, რომელიც განპირობებულია საწარმოს საბაზრო საქმიანობით. მათი წარმოშობა და თვითღირებულებაში შეტანა გამართლებულია პარტნიორთა წრის შენარჩუნებისა და გაფართოების აუცილებლობით, ფირმის რენომეს (სახელი) დაცვითა და კონკურენტუნარიანობის განმტკიცებით. ამ ხარჯების შემადგენლობა და მოცულობა განისაზღვრება ბაზრის ტრადიციებითა და პირობებით, საწარმოს იურიდიული და ორგანიზაციული ფორმით, საგარეოეკონომიკური ოპერაციების თავისებურებებით. ტრადიციულად, წარმომადგენლობით ხარჯებს მიეკუთვნება: ოფიციალური მიღების, სადილის და ზეიმის ორგანიზაციის ხარჯები; პარტნიორებთან, სამთავრობო და სავაჭრო ინსტანციებთან მოლაპარაკებისა და ურთიერთდამოკიდებულების უზრუნველყოფის ხარჯები. ამასთან, ხშირად წარმომადგენლობით ხარჯებში იფარება ფირმის არაკეთილსინდისიერი მოქმედება (ქრთამი, თანამდებობის პირთა მოსყიდვა), გადასახადისაგან თავის არიდება და მფლობელებისა და მენეჯერების პირადი ხარჯების ჩამოწერა საწარმოს ხარჯებში.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……