ხელშეკრულება

ხელშეკრულება

E. Treaty

ყველაზე ფართოდ გავრცელებული ტერმინი, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოთა შორის დადებულ იურიდიულ სავალდებულო შეთანხმებას, რომელიც რეგულირდება საერთაშორისო სამართლით (იხ. საერთაშორისო ხელშეკრულება).

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

საერთაშორისო ურთიერთობებში ყველაზე ფართოდ გავრცელებული ტერმინი, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოთა შორის დადებულ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას, რაც რეგულირდება საერთაშორისო სამართლით.

See also: საერთაშორისო ხელშეკრულება

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. agreement, contract

შეთანხმება ორ ან მეტ პირს შორის, რომელიც ითვალისწინებს მათ უფლებათა და მოვალეობათა დადგენას, შეცვლას ან შეწყვეტას; ხელშეკრულების შესრულების პირობებს, ვადებსა და პასუხისმგებლობას ხელშეკრულების შესრულებისთვის.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. ხელშეკრულება – ზეპირი ან წერილობითი შეთანხმება გამყიდველსა და მყიდველს შორის ხარისხზე, ფასზე, ვადებსა და სხვა პირობებზე, რომლითაც ხორციელდება ყიდვა-გაყიდვის აქტი, ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს ქვითრით, სასაქონლო ჩეკითა ან სხვა წერილობითი დოკუმენტით.   Source: საქართველოს კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“, 1996 წლის 20 მარტი, შესავალი;   სახელმწიფოსა და ინვესტორის წერილობითი შეთანხმება ფართობზე ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების პირობების შესახებ.   Source: საქართველოს კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ“, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……