ხინკალი გამოძახებით 599 06 91 51 მხოლოდ ისურვეთ

ხინკალი გამოძახებით –  ძალიან გაუტკბათ ქართველებს ეს სერვისი

ხინკალი გამოძახებით 599 06 91 51 , ხინკლის შეკვეთა, ხინკალი, ხინკლის გამოძახება ხინკალი გამოძახებით,ხინკლის გამოძახება გლდანი და სხვა ! ,ხინკლის შეკვეთა,კახური ხინკალი გამოძახებით,ქალაქური ხინკალი გამოძახებით,მთიულური ხინკალი გამოძახებით ბატის ხინკალი გამოძახებით,სოკოს ხინკალი გამოძახებით,კარტოფილის ხინკალი გამოძახებით, მოხევური ხინკალი გამოძახებით,ყველის ხინკალი გამოძახებით,ხაჭოს ხინკალი გამოძახებით, ჭინჭრის ხინკალი გამოძახებით,საბავშვო ხინკალი,ხინკლის გამოძახება დიეტის დროს ,ხინკალი ციმციმ მორთმეული,ხინკლის მოტანა 599 06 91 51,ხინკალი მოტანით 599 06 91 51,ხინკლის მიტანა 599 06 91 51,

თამარ თეთრაძე სპეციალურად საიტისათვის www.gen.ge

ხინკალი ზარმაცებისათვის და არა მარტო 

ხინკალი მომინდა და გასვლა მეზარება. რა ნაცნობი სიტუაციაა.  ან რატომ უნდა გავიდე?! როცა არის ხინკალი გამოძახებით. მთავარია არჩევანი, ქალაქური თუ მთიულური?!
არჩევანზე გამახსენდა, ისეთი ხინკლის სახობები მხვდება რაც აქამდე არასდროს გამიგია.

ქალაქური ხინკალი 599 06 91 51

სოფლელებს ნუ ეწყინებათ და ქალაქური ხინკალი მაინც სულ სხვაა. ხოხობის შვილიშვილის ხორცით ვერ მოგართმევთ. შერეული ღორი და საქონელი კი ბატონო. არ იფიქროთ სხვები არ გამიგია. გამიგია და თან რამდენი…
მაშ ასე, ყველაზე უცნაური ხინკლების ტოპ-ხუთეული.

ჩაქაფულის ხინკალი 599 06 91 51

რამე ხომ არ გაგიკვირდათ? არ გელანდებათ, ნამდვილად ჩაქაფულის.   ყველამ ვიცით რომ ჩაქაფულის მთავარი გემოს განმსაზღვრელი არომატი ტარხუნაა. რთული არაა იმის მიხვედრა რომ ჩაქაფულის ხინკალიც  ტარხუნით შეზავებული ფარშით მზადდება. ჩაქაფულის ხინკლის წვენიც უგემრიელესი უნდა იყოს წესით. ჯერ არ ვიცი და არ გამისინჯავს. ისე მე მაინც ქალაქური მირჩევნია. ეს ის შემთხვევაა როცა ჯიუტად ერთ აზრზე ხარ.  “მე ახალი არ მინდა, ძველი მირჩევნია”

ჭინჭრის ხინკალი  599 06 91 51

არ ვიცი ამ ხინკალს გამოვიძახებდი თუ არა. ჯერ ჭინჭარი რა არის?! და მერე იმის ხინკალი. ჭინჭრის ხინკალი კახური ყოფილა. არც ეს გამისინჯავს. ის კი ვიცი რომ ხორცი საჭირო არაა. ხო და აბა რა ხინკალია, ხინკალი ხორცის გარეშე?! გემოვნებაზე არ დაობენო და იყოს რა. შიგთავსი თურმე ჭინჭრისგან, ხახვისგან და მწვანილებისგან მზადდება. ერთი სიტყვით საინტერესოა, თუმცა ჩემთვის არც ისე მიმზიდველი.

დამბალხაჭოს ხინკალი  გამოძახებით? ეს რაღაც ახალია

ჩვენს ტოპ ხუთეულში დამსახურებული მესამე ადგილი უჭირავს დამბალხაჭოს ხინკალს. ვინც არ იცით, დამბალხაჭო რა არის, გეტყვით. ეს არის დოს ხაჭოსგან დამზადებული კვერები. სპეციალურ სათავსოში გამომშრალი. ობმოკიდებული კვერები დელიკატესად ითვლება. ხინკლის გულში ჩადებული დამბალხაჭო, მდნარი ყველივით ხდება და გემოებით თამაშის მოყვარულებისთვის საუკეთესო ნაზავი გამოდის.

ლობიოს ხინკალი

კარგით რაა. ფანტაზიაც არის და ფანტაზიაც. ლობიოს ხინკალი რა მოსაფიქრებელი იყო. ხინკალი ჭამო და  ლობიოსი? ლობიო ვიცი ქოთნის, ჭადით და მწნილით. თანაც ლობიოს ღვინო უხდება, ხინკალს ლუდი და არაყი. არ ჯდება მოკლედ ეს ორი ერთად.  ნამეტანი ნუ მოგივათ ფანტაზიები და ასტრალი. ცოტა მორიდება იქონიეთ.

შოკოლადის ხინკალი გამოძახებით.ჯერ არ გვაქვს ხომ?!

ხინკალს რომ იტალიელის ხელი მოხვდება, ის ტრადიციებს აუცილებლად აცდებაო ნათქვამია. იქ იცვლის თურმე ფერსაც  და გემოსაც. ასეთი ხინკლის ვარიანტს გვთავაზობს დესერტად იტალიელი მზარეული. ფორმა- ხინკლის, გემო?!
მისი უდიდებულესობა შოკოლადის ხინკალი. ტკბილი ხინკალი შოკოლადის ცომით და ხაჭოს შიგთავსით მზადდება. ხაჭოს და გლაზურის კრემს ემატება ცოტა ფორთოხლის ცედრა და ცოტაც პიტნა. ეს ყველაფერი ერთად არეული.  უკვე წარმოვიდგინე რა სასწაულია. მოვითხოვ მალე დაემატოს “შოკოლადის ხინკალი გამოძახებით” თბილისს.

ხინკლის გვერდები ქართულ სოციალურ ქსელებში , საკმაოდ პოპულარული თემაა