ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

E. WHO

მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაცია (შეიქმნა 1998 წელს). იგი გაეროს სპეციალიზებილი დაწესებულებაა, რომელშიც გაერთიანებულია 189 სახელმწიფო (მათ შორის საქართველო). ორგანიზაციის მიზანია ყველა ხალხის მიერ ჯანდაცვის მაღალი დონის მიღწევა. ჯმო არ შემოიფარგლება სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლით, იგი წყვეტს, აგრეთვე, სოციალურ პრობლემას საერთაშორისო მასშტაბით (ცალკეული სახელმწიფოებისათვის სოციალური დახმარების აღმოჩენა, სამედიცინო კვლევების ხელშეწყობა და სხვ). იგი სისტემატურად აქვეყნებს სხვადასხვა სახის დიდძალ სტატისტიკურ ინფორმაციას (მაგ., შობადობას, ეპიდემიებს, ტრავმატიზმს, სხვადასხვა დაავადებათა შესახებ). ორგანიზაცია დიდ ყურადღებას უთმობს აგრეთვე პოლიტიკურ საკითხებს (მაგ., ექიმებისა და ჯანდაცვის სხვა მიშაკთა როლს მშვიდობის შენაჩუნებისა და განმტკიცების საქმეში და ა. შ.) ჯმო-ის ხელმძღვანელი ორგანოა მისი ასამბლეა, რომელიც ყოველწლიურად იკრიბება. აღმასრულებელი ორგანოა აღმასრულებელი კომიტეტი. იგი შედგება ორგანიზაციის წევრი 30 სახელმწიფოს წარმომადგენლებისაგან, რომლებსაც ირჩევს ასამბლეა; კომიტეტი იკრიბება წელიწადში, სულ ცოტა, ორჯერ მაინც. ადმინისტრაციული ორგანოა სამდივნო, რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი. ფუნქციონირებს, აგრეთვე ჯმო-ის 6 რეგიონალური ორგანიზაცია: დანიაში (კოპენჰაგენი), ამერიკაში (ვაშინგტონი), სამხრეთ-დასავლეთ აზიაში (დელი), ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში (ალექსანდრია), წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში (მანილა), აფრიკაში (ბრაზავილი), ჯმო-ის შტაბ-ბინა ქ. ჟენევაშია (შვეიცარია).

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……