ჰერმენევტიკა

ჰერმენევტიკა

თარგმნის, ახსნის ხელოვნება, რომელსაც ფლობდა ბერძნული მითოლოგიის ღმერთი ჰერმესი – ზევსის შიკრიკი, შუამავალი უზენაეს ღმერთსა და ხალხს შორის. XIX ს–ში ჰ. გახდა სასულიერო და რელიგიური ტექსტების ახსნა–განმარტების სპეციფიკური მეთოდი. უფრო კონკრეტულად ჰ. – ეს არის სწავლება რაიმეს პრაქტიკული გამოყენების შესახებ, რომელიც ახსნა–განმარტებას მოითხოვს, სწავლება ინტერპრეტაციის პრინციპების შესახებ. XX ს–ში მან ხელი შეუწყო რელიგიური შინაარსის თეორიის საეროში გადაზრდას. პოლიტიკურ ისტორიაში, ჰ., უპირველეს ყოვლისა, ასოცირდება „კემბრიჯის სკოლასთან“, რომელსაც მიეკუთვნებოდნენ ისეთი მწერლები, როგორებიც არიან: ქ. სკინერი და ჯ. დანი. ჰ–ს შეიძლება აგრეთვე მივუდგეთ როგორც დისციპლინას, რომელსაც, უბრალო ახსნისგან განსხვავებით, სხვა დამატებითი აქცენტები აქვს. რომლებიც უპასუხებენ კითხვაზე, თუ რა შეიძლება გადმოგვცეს მოცემულმა ტექსტმა შინაარსის მიღმა.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……