საფეხბურთო კლუბი ბარსელონა

საფეხბურთო კლუბი ბარსელონა

 საფეხბურთო გუნდი ბარსელონა (Barselona) ანუ ბარსა დაარსდა 1899 წლის 29 ნოემბერს 12 კაციანი ჯგუფის მიერ ბიზნესმენ განს გამპერის ხელმძღვანელობით, რომელიც თამაშობდა გუნდის შემადგენლობაში.
ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ განსმა, რომელიც გატაცებული იყო ფეხბურთით (იმ პერიოდში თამაში ჯერ არ იყო იმდენად პიპულარული) , გადაწყვიტა, რომ გამოექვეყნებინა გაზეთში განცხადება, რომელშიც სთხოვდა მოთამაშეებს შეერთებოდნენ ამ ჯერ კიდევ შედარებით უცნობი სპორტის გუნდის ჩამოყალიბებაში. 11 სხვადასხვა ეროვნების ადამიანი წამოვიდა ამ წინადადებაზე. მათ შორის იყვნენ შვეიცარიელი, ბრიტანელი, ესპანელი და კატალონელი მოთამაშეები.
მათ დაიწყეს ვარჯიში და 1901–1902 წლის სეზონზევე მიაღწიეს პირველ წარმატებას – მოიგეს მაკაიას თასი (შემდეგში ეს ჩემპიონატი ცნობილია, როგორც კატალონიის ჩემპიონატი.).  გუნდი თამაშობდა სხვადასხვა სტადიონებზე, მაგრამ არც ერთი მათგანი არ იყო კლუბის საკუთრება. 1904–1905 და 1908–1909 წლებში ბარსელონა ასევე გახდა კატალონიის ჩემპიონი. 1909 წლის 14 მარტს კი მათ საკუთრებაში გადავიდა ადგილობრივი 6000 ადგილიანი სტადიონი.
ლეგენდარული მოთამაშეები ალკანტარა, ზამორა და სამიტიერი დიდად უწყობდნენ ხელს გუნდის წარმატებას. 1929 წელს ბარსელონამ მოიპოვა გამარჯვება ესპანეთის ლიგაში. გუნდის ფანები იწოდებიან cules.
კრიზისი, რომელიც ქვეყანაში დაიწყო 1920–იანი წლების ბოლოს პრიმო დე რივერას დიქტატურის დროს, უფრო გაძლიერდა სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ. რა თქმა უნდა ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების დაძაბვამ დიდი გავლენა მოახდინა საფეხბურთო კლუბ ბარსელონაზე.  გუნდის პრეზიდენტი ჯოზეფ სუკოლი მოკლული იქნა ნაციონალისტური არმიის ჯარისკაცების მიერ, ხოლო ბარსას შტაბი იქნა აფეთქებული.
ამის შემდეგ კლუბი იძულებული გახდა შეეცვალა სახელწოდება, რომელიც დარქმეული იყო ინგლისურად “Foot Ball Club Barcelona”  ესპანურზე “Barcelona Club de Futbol”  და მოეცილებინა დროშაზე კატალონიური ნაწილი. დანიშნული იქნა ახალი პრეზიდენტი, რომელიც იყო ფრანკოს რეჟიმის მომხრე.
1937 წლის ზაფხულში, მაშინ, როდესაც ესპანეთში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი,  ბარსელონა მონაწილეობდა ამერიკის და მექსიკის ტურნიტებში. მოგზაურობა გათვლილი იყო გუნდის ფინანსური მდგომარეობის გაუნჯობესებაზე. მაგრამ, მოხდა ისე, რომ ნახევარი გუნდის წევრები აღარ დაბრუნდნენ ცეცხლის ალში გახვეულ ესპანეთში. მათ ამჯობინეს ემიგრაციაში დარჩენა.
1940 –იანი წლების მეორე ნახევარში, როდესაც პოლიტიკური ვითარება ცოტათი დაცხრა, ბარსელონამ შეძლო თავისი სტილის აღდგენა. 1950 წელს გუნდმა შემადგენლობაში მიიღო ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე ლადისლაო კუბალა. ახალი მოთამაშის მიღების შემდეგ პირველ წელს გუნდმა მოიგო თითქმის ყველა ტურნირი, რომელშიც მიიღო მონაწილეობა.
1957 წელს გაიხსნა ბარსელონას ახალი სტადიონი, რომელიც იტევდა 90000 მაყურებელს.  ეს სტადიონი გახდა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე დიდი სტადიონი Camp Nou. 1981 წელს სტადიონი გარემონტდა და გადაკეთდა 120 000 კაციან სტადიონად. მაგრამ 1998 წელს უეფას მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სტადიონზე მაყურებლების ყველა ადგილები უნდა იყოს ზურგიანი. ამიტომ სტადიონზე Camp Nou სკამების რაოდენობა შემცირდა 98 934 – მდე.
1973 წელს ჰოლანდიელმა ლეგენდამ იოჰან კროიფმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას კლუბთან. რეკორდული თანხა, რომელიც გადახდილი იქნა კლუბის მიერ მის შეძენაში არაფერი იყო იმასთან შედარებით, რომ გუნდმა საკუთარ სტადიონზე მადრიდის რეალს მოუგო ანგარიშით 0–5 და მოიგო ლიგა.
მეორე ოქროს ხანა გუნდისთვის იყო 1988–1996 წლებში. 2005–2006 წლებში ბარსამ მოიგო ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ხოლო 2005–2006, 2006–2007 და 2008–2009 წლებში  კლუბმა მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი.
ბარსა მსოფლიოს ერთ–ერთი უდიდესი საფეხბურთო კლუბია.იგი არის 18 გზის ესპანეთის ჩემპიონი, 2 გზის ლათინური თასის მფლობელი, 4 გზის თასების თასის მფლობელი, 3 გზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ევროპის ორი სუპერ თასის მფლობელი, 24 გზის ესპანეთის თასის მფლობელი, 16 გზის კატალონიის ჩემპიონი და 5 გზის ესპანეთის სუპერთასის  მფლობელი.
კლუბს ფეხბურთის გარდა გააჩნია სხვა ქვეგანყოფილებები: კალათბურთის, მსუბუქი ათლეტიკის, მინდვრის ჰოკეის, ფიგურული სრიალის, რაგბის, წყალბურთის, ველორბოლის და სხვა.

აღებულია საიტიდან:  http://geronia.blogspot.com/2011/07/barselona.html 

_______________________________________________
გადასვლა Home>>>
გადასვლა ,,ბრენდები“>>>

 ….