ჯანი ვერსაჩე

ჯანი ვერსაჩე 

მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული ჯანი ვერსაჩე (Gianni Versace) გარდაცვალებიდან უკვე საკმაოდ დიდი ხანი გავიდა, მისი სახელი დღევანდელ დღემდე რჩება ერთ–ერთ ყველაზე ავტორიტეტულად მოდის სამყაროში.

ჯანი ვერსაჩე (Gianni Versace) შემოიტანა გამოთქმა “სუპერ მოდელი”. უსაზღვრო ფანტაზიის, შეუდარებელი შარმის და რა თქმა უნდა ფორტუნას დამსახურება იყო, რომ უბრალო იტალიელი მკერავი ჯანი ვერსაჩე (Gianni Versace) გახდა გასული საუკუნის, მსოფლიოში ცნობილი დიზაინერი.

ჯანი ვერსაჩე (Gianni Versace) დაიბადა 1946 წლის 2 დეკემბერს იტალიის ქალაქ რიჯიო–დი–კალაბრიაში. ბავშვობაში ჯანი ვერსაჩე (Gianni Versace)  ოცნებობდა პიანისტობაზე. ჯანი ვერსაჩეს (Gianni Versace) დედა მუშაობდა სამკერვალო სახელოსნოში პროფესიონალ მკერავად და პატარა ჯანი ვერსაჩეს (Gianni Versace)  ხშირად დაყავდა სამსახურში. როგორც ჩანს, მუდმივად კაბების და კოსტუმების გარემოცვაში ყოფნამ განსაზღვრა მომავალი დიზაინერის ჯანი ვერსაჩეს (Gianni Versace) ცხოვრების გზა. თვითონ ჯანი ვერსაჩეს (Gianni Versace)  ამბობდა, რომ თავის პროფესიონალიზმს დედას უმადლოდა.
18 წლის ასაკში ჯანი ვერსაჩე (Gianni Versace) ჯანი ვერსაჩეს (Gianni Versace) დაიწყო დედის ატელიეში მუშაობა, სადაც იგი 6 წლის განმავლობაში დიდი გატაცაბით ქმნიდა ახალ მოდელებს. ამ პერიოდის განმავლობაში მათ რამდენჯერმე მოუწიათ პარიზში და ლონდონში ახალი მოდელების შესაძენად ჩასვლა. დედა–შვილი მუდმივად ადევნებდა თვალს მსოფლიო მოდის ტენდენციებს.

მიუხედავად დედის მნიშვნელოვანი გავლენისა ჯანი ვერსაჩეს (Gianni Versace) ცხოვრებაში, მათ არ ჰქონდათ დაწყობილი ურთიერთობა. ფრანჩესკას ჯანი ვერსაჩეს (Gianni Versace) გარდა ჰყავდა კიდევ ორი შვილი: დონატელა და სანჩო, რომელსაც გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობდა. მოგვიანებით ჯანი ვერსაჩე (Gianni Versace)  ამბობდა, რომ შესაძლებელია მისი ცხოვრების მთავარი აზრი დედის ყურადღების დამსახურებაში მდგომარეობდა. ჯანი ვერსაჩე (Gianni Versace)  ყოველთვის ცდილობდა მისი სიყვარულის და მეტი სითბოს მოპოვებას.

ერთ მშვენიერ დღეს, ატელიეში გაისმა ტელეფონის ზარი, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჯანი ვერსაჩეს (Gianni Versace)  ცხოვრება. ზარი ეკუთვნოდა საკმაოდ შეძლებულ ბიზნესმენს მილანიდან, რომელსაც გაგებული ჰქონდა ჯანი ვერსაჩეს (Gianni Versace)  განსაკუთრებული ფანტაზიის და ახალი მოდელების შექმნის ნიჭის შესახებ და გადაწყვეტილი ჰქონდა გარკვეული თანხის ჩადება მის საქმიანობაში. ეს იყო უნიკალური შანსი ახალგაზრდა მკერავისთვის.

ჯანი ვერსაჩე (Gianni Versace)  დაუფიქრებლად დათანხმდა ბიზნესმენის წინადადებას და 1973 წელს გაემგზავრა მილანში. ასე დაიწყო ჯანი ვერსაჩეს აღმასვლა მსოფლიო მოდის მწვერვალზე. ცოტა ხანში ჯანი ვერსაჩე (Gianni Versace)  მიხვდა, რომ შეძლებდა საკუთარი საქმის დაწყებას.

1978 წელს თავისი ძმის სანტოს დახმარებით ჯანი ვერსაჩე (Gianni Versace)  ქმნის საკუთარ ფირმას, სამოდელო სახლს ჯანი ვერსაჩეს (Gianni Versace) იმავე წელს შედგა მისი პირველი კოლექციის ჩვენება, რომელმაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა. ცოტა ხანში ძმების საქმიანობაში ჩართული იქნა დაც – დონატელა.

ჯანი ვერსაჩეს (Gianni Versace) არასდროს არ ეშინოდა თავის შემოქმედებაში ექსპერიმენტების. 80 – იან წლებში ჯანი ვერსაჩე  (Gianni Versace)  გახდა მსოფლიო მოდის ლიდერი. სამოდელო სახლის წლიური შემოსავალი შეადგენდა 900 მილიონ დოლარს. გახსნილი იქნა მთელს მსოფლიოში 165 ბუტიკი. გარდა ტანსაცმლისა ჯანი ვერსაჩეს (Gianni Versace) სამოდელო სახლი ქმნიდა აქსესუარებს, სუნამოებს, საათებს, ფაიფურს, დეკორატიულ კაფელს და მთლიან ინტერიერს.
1988 წელს ჯანი ვერსაჩეს (Gianni Versace) მიანიჭეს “მსოფლიოს წამყვანი და შემოქმედებითი დიზაინერის” ტიტული. 1998 წელს კი ამერიკული მოდის ოსკარი.
ამწუხაროდ ჯანი ვერსაჩე  (Gianni Versace) ეს უნიჭიერესი ადამიანი, მსოფლიო დონის დიზაინერი ტრაგიკულად დაიღუპა 50 წლის ასაკში.1997 წლის 15 ივლისს ჯანი ვერსაჩე (Gianni Versace) გავიდა სახლიდან ახალი პრესის საყიდლად. იმ პერიოდში იგი ცხოვრობდა საკუთარ ვილაში მაიამი ბიჩში. მხოლოდ იქ აძლევდა იგი თავს უფლებას გასულიყო ქუჩაში მარტო, დაცვის გარეშე. უკანა გზაზე იგი დაცხრილა ენდრიუ კუნინენმა, რომელმაც იმავე პისტოლეტით თავი მოიკლა. მკვლელობის ნამდვილი მიზეზი დღემდე არ არის დადგენილი. ბევრი ვარაუდის დონეზე თანხმდება, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო კალაბრიის მაფიოზური ორგანიზაციის მიერ, რომელმაც უზარმაზარი ფული გააკეთა ყალბი ჯანი ვერსაჩეს (Gianni Versace) ყალბი სამკაულების წარმოებაზე.მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე უზარმაზარი ფინანსური დანაკარგების გამო ჯანი ვერსაჩე (Gianni Versace) ომი გამოუცხადა ამ მაფიოზურ ორგანიზაციას. აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ეს გახდა მისი მკვლელობის მიზეზი.
სამოდელო სახლს სათავეში ჩაუდგა ჯანი ვერსაჩეს (Gianni Versace)  და – დონატელა ვერსაჩე (Donatella Versace), რომელმაც დაიწყო თავისი მოდელების ხაზის გამოშვება, მაგრამ ძმის არაჩვეულებრივი წარმატების გამეორება მან ჯერ–ჯერობით ვერ შეძლო. მიუხედავად ამისა სამოდელო სახლი ჯანი ვერსაჩეს (Gianni Versace)  დღევანდელ დღემდე რჩება ერთ–ერთ წარმატებულ და უმხვილეს მსოფლიო სამოდელო სახლად.

 აღებულია საიტიდან: http://geronia.blogspot.com/2011/01/gianni-versace.html


________________________________
გადასვლა Home>>>
გადასვლა ,,ბრენდები“>>>

..