ჰიულით პაკარდი

ჰიულით პაკარდი

მსოფლიოს ერთ–ერთი უდიდესი ტექნიკის მწარმოებელი კომპანია ჰიულით პაკარდი (HP – Hewlett Packard) შეიქმნა 1939 წელის 1 იანვარს. ჰიულით პაკარდი (Hewlett Packard)   დამაარსებლები იყვნენ ახალგაზრდა ინჟინრები ბილ ჰიულეტი (Bill Hewlett ) და დეივ პაკარდი (Dave Packard). ფირმის სახელად შეირჩა ყოფილი თანაკურსელების გვარები, რომლის მიმდევრობა გადაწყდა კენჭის ყრის საფუძველზე. ჰიულით პაკარდი(Hewlett Packard)    საწყისი კაპიტალი შეადგენდა 538 დოლარს.
ჰიულით პაკარდი (Hewlett Packard)    შექმნილი პირველი მიწყობილობა იყო ხმის მაღალი სიხშირის გენერატორი – მოდელი 200A. იმ პერიოდში ასეთი გენერატორები იყიდებოდა დაახლოებით 200 დოლარად. სქემის კრიტიკულ ნაწილებში ელექტრო ნათურების გამოყენებამ ახლად შექმნილ ჰიულით პაკარდ (Hewlett Packard)    საშუალება მისცა გენერატორები გაეყიდათ 54,40 დოლარად, რამაც საშუალება მისცა მოეძებნათ საკმაოდ ფართო გასაღების ბაზარი.
ჰიულით პაკარდის (Hewlett Packard)   გენერატორების ერთ–ერთი სერიოზული მომხმარებლი გახდა ცნობილი უოლტ დისნეის (Walt Disney) სტუდია, რომელმაც კომპანიისგან შეიძინა 200B მოდელის გენერატორები.შემდეგი სერიოზული წარმატება მოჰყვა სახელმწიფო შესყიდვებს. 1943 წელს Hewlett Packard ქმნის რადარების სიგნალის ჩამხშობ მოწყობილობას. ეს სფერო იწყებს სწრაფად განვითარებას და კომპანია ჰიულით პაკარდი (Hewlett Packard)   ხდება ერთ–ერთი წამყვანი მთელს მსოფიოში.
1951 წელს კომპანია ჰიულით პაკარდი (Hewlett Packard)   ქმნის სწრაფი სიხშირის კონტურს (HP 524A), რომელიც იძლევა საშუალებას მაღალი სიხშირის გაზომვის დროის მნიშვნელოვნად შემცირებას (10 წუთიდან 2 წამამდე). სწორედ ეს კონტურები გახდა ჰიულით პაკარდი (Hewlett Packard)   – ისთვის მილიარდების მომტანი.
1964 წელს ჰიულით პაკარდში (Hewlett Packard)   იქმნება მაღალი სიზუსტის ატომური საათი HP 5060A. ატომური საათი იქცა დროის გაზომვის მსოფლიო სტანდარტად და გამოიყენება ყველა სფეროში, სადაც საჭიროა დროის მაღალი სიზუსტით გაზომვა: კოსმოსურ ხომალდებზე, ავია დისპეჩერების ცენტრებში, ტელეკომუნიკაციაში და ა. შ.

1968 წელს გამოდის  ჰიულით პაკარდი (Hewlett Packard)   პირველი კომპიუტერი НР 2116A.
1968 წელს იქმნება ჰიულით პაკარდი (Hewlett Packard)   პირველი სამაგიდო სამეცნიერო კალკულატორი HP 9100A.
1980 წელს გამოდის ჰიულით პაკარდი (Hewlett Packard)   პირველი პერსონალური კომპიუტერი – HP-85.
1991 წელს გამოდის ჰიულით პაკარდი (Hewlett Packard)   სიახლე – კომპიუტერი, რომელიც ეტევა ხელის გულზე, ინფრაწითელი პორტით HP 95LX palmtop PC .
2002 წელს კომპანია ჰიულით პაკარდი (Hewlett Packard)   და კომპანია კომპაქი ((Compaq )(დაარსდა 1982 წელს ჯიმ ხარისის (Jim Harris) როდ კენიონის (Rod Canion) და ბილ მარტოს (Bill Murto) მიერ) გაერთიანდნენ.
დღევანდელ დღეს ბრენდი ჰიულით პაკარდი (Hewlett Packard)   ანუ შემოკლებულად HP, ერთ–ერთი წამყვანი კომპანიაა მსოფლიოში. აქვს ოფისები ბევრ ქვეყნებში, რომლებშიც საერთო ჯამში დასაქმებულია დაახლოებით 150 000 ადამიანი.

აღებულის საიტიდან: http://geronia.blogspot.com/2010/12/hp-hewlett-packard.html 

 

__________________________________________________
გადასვლა Home>>>
გადასვლა ,,ბრენდები“>>>