რამდენად დასჯადია ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული მუქარა თათია დოლიძის მიმართ

ადვოკატი ნატო გოგმაჩაძე 

ბოლო პერიოდში ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებულმა მუქარამ, რომლის ადრესატიც თათია დოლიძე გახდა, დიდი აჟოიოტაჟი გამოწვია, რასაც ინტერესი მოჰყვა იმ კუთხითაც თუ რამდენად დასჯადი შეიძლება იყოს ქართული კანონმდებლობის შესაბამისად აღნიშნული ქმედება… სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე, სამართლებრივი კუთხით შევხებოდი ამ საკითს…

როგორც ცნობილია, მუქარა თათიას ფეისბუკ სტატუსს მოჰყვა, მე არ განვიხილავ ვინ არის ,,მართალი” ან ,,მტყუანი” მორალური თვალსაზრისით (თუმცა აქვე დასაწყისში მცირედი დოზით მაინც გამოვხატავ ჩემს სუბიექტურ აზრს…

პირადად ჩემთვის დასაგმობია ნებისმიერი დისკრიმინაციური, ქსენოფობიური განცხადება და მითუმეტეს როდესაც, ნამდვილ ქართველობაზე დებ თავს” ქართველობა პირველ რიგში ქალის პატივისცემას გულისხმობს ისტორიული დროიდან და შემდეგ სხვა დანარჩენს…). მე შევეცდები საკითხს შევეხო მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში…

უპირველეს ყოვლისა ,,სიტყვისა გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს  კანონის” შესაბამისად თათიას ჰქონდა აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება იქნება ეს ინტერნეტ-სივრცე, თუ სხვა საშუალება და არავის აქვს უფლება ,,მუქარის ძალით აუძულოს მას დადუმება”

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლის შესაბამისად:

1) სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, –ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე

2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად;

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე

(ეს დღეის მდგომარეობით მმოქმედი რედაქციით 2018 წლის 1 იანვრიდან პირველ პუნქტს დაემატება ასევე შინაპატიმრობა 6 თვიდან 2 წლამდე)

აღნიშნულ მუხლის შესაბამისად მნიშვნელოვანია იმის დადგენა შეიძლებოდა თუ არა გასჩენოდა მუქარის ადრესატს  მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში…ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია და მხოლოდ ამის დადგენის შემდეგ გადაწყდება დაისჯება თუ არა ის პირები ვინც მუქარა განახორციელა.სწორედ აღნიშნულ საკითხს განვიხილავ სამართლებრივ ჭრილში და შევეცდები დავასაბუთო ჩემი მოსაზრება.

როგორც ვიცით მუქარა საჯარო იყო , თანაც განხორციელებული არაერთი ადამიანის მიერ,ანუ თავდაპირველად ,,ვიღაც ერთს გაუჩნდა დამუქრების სურვილი ” რაც აიტაცა და გაიმეორა სხვებმა…

ლოგიკურად, თუ ვიმსჯელებთ თავდაპირველი ,,დამმუქრებელის” ქმედებას  წამქეზებლური ხასიათი ჰქონდა. მისი ქმედება ,,მოიწონა და გაიმეორა სხვა პირებმაც ” ეს ნიშნავს იმას რომ, რომ მუქარა ,,გადამდები ხასიათის “იყო, ანუ მისი განმეორების მცდელობის სურვილი გაუჩნდა სხვებს და სავარაუდოდ სამომავლოდაც შეიძლება გაუჩნდეს იგივე სურვილი ვინმეს (არ არის გამორიცხული რომელიმე ,,ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა პირმა  მისი რეალურად განხორციელებაც მოინდომოს, რადგანაც ჩათვლის, რომ რადგან ეს სურვილი ბევრ ადამიანს ჰქონდა და მათ ეს თავისუფლად გამოხატეს უხეში ფორმით, ესეიგი ეს სწორია და შესაძლებელია…)

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მუქარის მასიური ხასიათიდან და ასევე მისი საჯაროდ გავრცელების სისწრაფის გათვალისწინებით ვთვლი, რომ ეს მუქარა არის ისეთი სახის, რომლითაც ადრესატს შეიძლება გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ეს არის  ჯგუფური მუქარა, გავრცელებული ინტერნეტ-სივრცეში, რაც მას რეალურად საშიშს ხდის…

სწორედ მისი გავრცელების და გამოხატვის საშუალება, ასევე მისი ჯგუფური და მასიური ხასიათი გვაძლევს იმის დაზუსტებით თქმის საშუალებას, რომ ამ შემთხვევაში საქმე უნდა აღიძრას 151 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

აღნიშნული ქმედება უნდა დაისაჯოს რადგანაც აღარავის აღარ უნდა გაუჩნდეს მისი განმეორების სურვილი. შესაბამისად, მე როგორც იურისტი, თათიას ვურჩევ ბოლომდე იბრძოლოს თავისი უფლებების დასაცავად. ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ მისთვის, არამედ სხვა მრავალი ქალისათვის რომელიც შეიძლება მომავალში მსგავსი მუქარის ადრესატი გახდეს და დაუცველად იგრძნოს თავი…

თათიამ უნდა შექმნას პრეცედენტი რომელიც მომავალში სხვა მრავალ ქალს დაიცავს.

გადასვლა >>>> ადვოკატი ნატო გოგმაჩაძე 


.