ფილიპსი

ფილიპსი

ელექტრონული ტექნიკის ჰოლანდიური კომპანია ფილიპსი (Philips Electronics) შეიქმნა 1991 წელს ქალაქ ეინდხოვენში. ფილიპსი (Philips Electronics)  დამფუძნებელი იყო ჟერარ ფილიპსი, რომელმაც გადაწყვიტა ელექტრონული ნათურების წარმოების აწყობა. კომპანია ფილიპსი (Philips Electronics) პერსონალი შედგებოდა 10 ადამიანისგან და საშუალოდ დღეში უშვებდა 100 – 200 ელექტრო ნათურას, რომლებიც იყიდებოდა მხოლოდ ჰოლანდიაში.

1895 წელს კომპანია ფილიპსს (Philips Electronics)  შეუერთდა ჟერარის ძმა ანტონი, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანის ორგანიზება.ერთ–ერთი სარეკლამო კომპანია ანტონ ფილიპსმა ჩაატარა 1898 წელს, როდესაც სარეკლამოდ გამოიყენა საფოსტო მარკები ჰოლანდიური ნაციონალური ტანსაცმლის გამოსახულებით. თითოეული მარკის თავში გაკეთებული იყო ელექტრონული ნათურის ფონზე გამოსახული წარწერა ფილიპსი (Philips Electronics)
ფილიპსმა  (Philips Electronics)  საკმაოდ სწრაფად გაითქვა სახელი თავის ქვეყანაში და 1916 წელს ნიდერლანდების დედოფალმა ვილგელმინამ ფილიპსს (Philips Electronics) მიანიჭა უფლება სამეფო სახელწოდების დამატების «Royal». დამფუძნებლების ჟერარის და ანტონის დევიზი „ციფრები მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანები უფრო მეტად მნიშვნელოვანია“ დღესაც აქტუალურია კომპანიისთვის. 1999 წელს ძმებ ფილიპსებს მიენიჭათ ჰოლანდიის „XX საუკუნის საუკეთესო მეწარმის“ წოდება.

1910 წელს კომპანია ფილიპსი (Philips Electronics) ხსნის სამეცნიერო–კვლევით ლაბორატორიას. ოცდაათიანი წლებიდან ფილიპსი (Philips Electronics) იწყებს სამედიცინო აპარატურის გამოშვებას.

ამავე პერიოდიდან ფილიპსი (Philips Electronics) იწყებს ელექტროსაპარსების წარმოებას ცნობილი მარკით PhiliShave.

1926 წლიდან იწყება შემუშავება და 1930 წელს ჩნდება ფილიპსის (Philips Electronics)  ახალი ლოგოტიპი, რომელიც დღეს ჩვენთვის ცნობილია. ფილიპსი (Philips Electronics) ლოგოზე გამოსახული ტალღები გამოხატავს რადიოტალღებს, ვარსკვლავები – საღამოს ცას, რომელშიც გადის საღამოს რადიომიმღებებთან შეკრებილი ხალხისთვის რადიოტალღები. 1938 წელს ფილიპსის (Philips Electronics) ლოგოზე ჩნდება ფარი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კომპანია ფილიპსი (Philips Electronics)  გააძლიერა სამეცნიერო–კვლევითი მიმართულებით მუშაობა. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული ნაბიჯი იყო ცნობილ ბრენდთან პანასონიკთან (Panasonic) დადებული პარტნიორობის ხელშეკრულება.

მსოფლიო ბრენდს ფილიპს (Philips Electronics) ჰქონდა რამდენიმე რევოლუციური გარღვევა. 1948 წელს გამოგონებული იქნა ხანგრძლივად დამკრავი ფირფიტა, 1958 წელს – სტერეოფონიური ტექნიკა, 1963 წელს კომპაქტური აუდიოკასეტა, 1982 წელს კომპანია სონისთან (SONY ) ერთად შექმნილი იქნა ციფრული კომპაქტ დისკი.
Philips Lighting განათების აპარატურის ერთ–ერთი წამყვანი კომპანიაა მსოფლიოს მასშტაბით. 65% აეროპორტების, 30% საავადმყოფოების, 35% ავტომობილების და 55% სტადიონების განათებულია სწორედ ფილიპსი (Philips Electronics) განათების აპარატურით.

ამჟამად კომპანია ფილიპსი (Philips Electronics)  – კონცერნი ერთ–ერთი წამყვანია მსოფლიოში საყოფაცხოვრებო ტექნიკის, რადიომიმღებების, ელექტროსამართებლის, მაგნიტოფონების, ტელევიზორების, კომპიუტერების, ლაზერული დისკების, სამედიცინო აპარატურის, მობილური ტელეფონების, მიკროსქემების და ა.შ. სფეროებში.

ფილიპსი (Philips Electronics)  ოფისები განთავსებულია  მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. საერთო ჯამში მათში დასაქმებულია დაახლოებით 44 000 ადამიანი.
ყოველ წლიურად კონცერნის ბიუჯეტიდან სამეცნიერო–კვლევების ჩასატარებლად გამოიყოფა 2,5 მილიარდი ევრო.
1971 წლამდე ფილიპს (Philips Electronics)  ხელმძღვანელობდა ანტონ ფილიპსის შვილი ფრიც ფილიპი, რომელიც გარდაიცვალა 2005 წელს 101 წლის ასაკში. ამჟამად კონცერნს ხელმძღვანელობს ჟერარ კლეისტერლეე. ფილიპსი (Philips Electronics) სათაო ოფისი მდებარეობს ამსტერდამში.

 აღებულია საიტიდან: http://geronia.blogspot.com/2010/12/philips-electronics.html


 

_____________________________
გადასვლა Home>>>
გადასვლა ,,ბრენდები“>>>

..