პროფესიული ეთიკა

ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი

ს.ს.ი.პ. “საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია”

დამტკიცებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ 15 აპრილი, 2006 თბილისი ცვლილებები და დამატებები მიღებულია 2012 წლის 8 დეკემბრის საერთო კრებაზე

2 ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი განსაზღვრავს ადვოკატთა პროფესიულ ეთიკის ნორმებს და ქცევის წესებს. ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მიზანია საზოგადოების წინაშე დაკისრებული პროფესიული და ზნეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე განსაზღვროს პროფესიული ეთიკის ნორმების შესაბამისი ქცევის წესები და დაამკვიდროს ადვოკატის ვალდებულება შეინარჩუნოს პროფესიული ღირსება, პატივი სცეს თავის საქმიანობას და იზრუნოს ადვოკატის პროფესიისადმი მაღალი ნდობის მოპოვებისთვის.

თავი I

ადვოკატის პროფესიული საქმიანობის პრინციპები

მუხლი 1. პროფესიული საქმიანობის ძირითადი პრინციპები

ადვოკატი ვალდებულია, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, იხელმძღვანელოს შემდეგი ძირითადი პრინციპებით: დამოუკიდებლობა, ნდობა, კონფიდენციალობა, კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულობა, ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობა, კოლეგიალობა.

მუხლი 2. დამოუკიდებლობის პრინციპი

  1. ადვოკატი თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას დამოუკიდებელია ყოველგვარი გავლენისგან ან სხვა ზეწოლისაგან, მათ შორის მისი პირადი ინტერესებიდან და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სამართლის და პროფესიული ეთიკის ნორმებს. (08.12.2012.)
  1. ადვოკატი ვალდებულია არ დაუშვას კომპრომისი საკუთარი პროფესიული ვალდებულებების შესრულებისას კლიენტის, სასამართლოს ან სახელმწიფოს სხვა ორგანოს ან სხვა პირის ინტერესების სასარგებლოდ. (08.12.2012.)

მუხლი 3. ნდობის პრინციპი

კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობა ეფუძნება ნდობას. ადვოკატისადმი კლიენტის ნდობა ეფუძნება ადვოკატის პირად ღირსებას, პატიოსნებას, შეუვალობას კომპეტენტურობას და დამოუკიდებლობას. ადვოკატმა არ უნდა იმოქმედოს ისე, რომ ეჭვქვეშ დააყენოს მისდამი კლიენტის ნდობა. აღნიშნული თვისებები ადვოკატის პროფესიული ვალდებულებაა. (08.12.2012)

მუხლი 4. კონფიდენციალობის პრინციპი

3 1. ინფორმაცია, რომელიც ადვოკატისთვის ცნობილი გახდა მისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, კონფიდენციალურია. ადვოკატი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალური ინფორმაცია იმგვარად, რომ მესამე პირებს მასზე ხელი არ მიუწვდებოდეს. კონფიდენციალობის ვალდებულება ვრცელდება ნებისმიერ ინფორმაციაზე, რაც ადვოკატისთვის ცნობილი გახდა კლიენტისაგან ან იურიდიული რჩევის მიღების სხვა მსურველისაგან, რომელიც ადვოკატმა მიაწოდა კლიენტს ან ადვოკატმა სხვა წყაროდან გაიგო კლიენტთან ან მის საქმესთან დაკავშირებით. (08.12.2012) 2. კონფიდენციალობის ვალდებულება არ არის შეზღუდული დროში.

  1. ადვოკატმა განზრახ არ უნდა გამოიყენოს კონფიდენციალური ინფორმაცია: ა) კლიენტის წინააღმდეგ; ბ) საკუთარი ან მესამე პირის მიზნებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კლიენტი შესაბამის თანხმობას განაცხადებს. (08.12.2012)
  1. ადვოკატს შეუძლია გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია: ა) კლიენტის თანხმობის საფუძველზე; ბ) თუ ინფორმაციის ამგვარი გამოყენება წარმომადგენლობის ან დაცვის პროცესში გამართლებულია და აუცილებელია კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე იმ პირობით, რომ ასეთი ინფორმაციის გაცემა კლიენტს ადვოკატისთვის წინასწარ არ აუკრძალავს; გ) თუ ეს აუცილებელია ადვოკატის მიერ მის მიმართ წაყენებული ბრალდებისაგან ან მოთხოვნისგან თავის დასაცავად ან საკუთარი ჰონორარის მიღებისათვის. (08.12.2012)
  1. ადვოკატმა მის პარტნიორებს, თანამშრომლებს და სხვა პირებს, რომლებიც მის მიერ მოწვეულნი არიან პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, უნდა მოსთხოვოს კონფიდენციალობის დაცვა. (08.12.2012)

მუხლი 5. კლიენტის ინტერესების უპირატესობის პრინციპი

ადვოკატმა ყოველთვის უნდა იმოქმედოს კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე და დააყენოს ისინი პირადი და სხვა პირების ინტერესებზე მაღლა. თუმცა კლიენტის ინტერესების დასაცავად ადვოკატის მოქმედებები უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობას და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსს. (08.12.2012)

მუხლი 6. ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის პრინციპი

  1. ადვოკატს უფლება არა აქვს პროფესიული რჩევა მისცეს ან წარმოადგინოს ორი ან მეტი კლიენტი ერთი და იგივე ან ერთმანეთთან დაკავშირებულ საქმეზე, თუკი აღნიშნული კლიენტების ინტერესებს შორის არსებობს ინტერესთა კონფლიქტი ან მისი წარმოქმნის მნიშვნელოვანი საფრთხე. (08.12.2012)
  1. ინტერესთა კონფლიქტი არსებობს იმ შემთხვევებშიც, როდესაც: 4 ა) ადვოკატის ვალდებულებები ორი ან მეტი კლიენტის წარმომადგენლობისას ერთი და იგივე ან ერთმანეთთან დაკავშირებულ საქმეში ურთიერთსაწინააღმდეგოა ან არსებობს ასეთი წინააღმდეგობის წარმოშობის მნიშვნელოვანი საფრთხე. ბ) კლიენტის ინტერესების შესაბამისად მოქმედების ვალდებულება ეწინააღმდეგება, ან არსებობს ასეთი წინააღმდეგობის წარმოშობის მნიშვნელოვანი საფრთხე ამ ადვოკატის ან მასთან დაკავშირებული პირის ინტერესებთან. (08.12.2012)
  1. ერთ საადვოკატო ბიუროში (ოფისში, კანტორაში, იურიდიულ ფირმაში და ა.შ.) მომუშავე ადვოკატებს უფლება არა აქვთ მისცენ პროფესიული რჩევა ან წარმოადგინონ რამდენიმე პირი (კლიენტი) ერთი და იგივე ან ერთმანეთთან დაკავშირებულ საქმეზე, თუკი აღნიშნულ კლიენტებს შორის არსებობს ინტერესთა კონფლიქტი ან მისი წარმოქმნის მნიშვნელოვანი საფრთხე. (08.12.2012)
  1. ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობა ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როდესაც ინტერესთა კონფლიქტი ან მისი წარმოქმნის საფრთხე წარმოიშობა საქმის წარმოების პროცესში. (08.12.2012)
  1. ადვოკატი ვალდებულია შეწყვიტოს ყველა კლიენტის საქმის წარმოება, რომელთა ინტერესებსაც იგი წარმოადგენდა, თუკი კლიენტებს შორის წარმოიქმნა ინტერესთა კონფლიქტი მოცემულ ან დაკავშირებულ საქმეზე და არსებობს ადვოკატის მიმართ ნდობის დარღვევის და/ან კონფიდენციალობის ხელყოფის საფრთხე. (08.12.2012)

მუხლი 7. კოლეგიალობის პრინციპი ადვოკატი ვალდებულია პატივი სცეს კოლეგებს, არ შელახოს მათი ღირსება და დაიცვას პროფესიული ღირებულებები. (08.12.2012) თავი II ადვოკატის ურთიერთობა სხვა პირებთან და ინსტიტუტებთან

მუხლი 8. ურთიერთობა ადვოკატსა და კლიენტს შორის

  1. ადვოკატი კლიენტთან თავის საქმიანობას იწყებს კლიენტთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ურთიერთობას უთანაბრდება, როდესაც ადვოკატს შეეძლო ევარაუდა, რომ შეთანხმებას დებდა კლიენტთან ურთიერთობაში მყოფი უფლებამოსილი პირი, გარდა სავალდებულო (იძულებითი) დაცვის შემთხვევისა.
  1. ადვოკატმა საქმე უნდა აწარმოოს კლიენტის, მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მიერ დანიშნული კომპეტენტური პირის მითითებით, სავალდებულო დაცვის შემთხვევაში.
  1. ადვოკატს უფლება არა აქვს კლიენტს მისცეს გარანტიები მისგან აღებული საქმის შედეგებთან დაკავშირებით.
  1. ადვოკატმა შეიძლება შეზღუდოს საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა კლიენტის წინაშე ადვოკატის უხეში გაუფრთხილებლობისთვის. ვალდებულების ამგვარი შეზღუდვა ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კლიენტი წერილობით დათანხმდება ამგვარ შეზღუდვაზე. (08.12.2012) 5
  1. ადვოკატმა კვალიფიციურად და კეთილსინდისიერად უნდა მისცეს რჩევა კლიენტს და განახორციელოს წარმომადგენლობა.
  1. ადვოკატმა კლიენტს მასთან შეთანხმებული წესით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მასზე მინდობილი საქმის მსვლელობისა და საქმის წამოების მოსალოდნელი ხარჯების შესახებ.
  1. ადვოკატმა არ უნდა ისარგებლოს საქმეზე უარის თქმის უფლებით ისეთ გარემოებებში, როდესაც კლიენტი უძლური იქნება დროულად ისარგებლოს სხვა ადვოკატის იურიდიული დახმარებით, კლიენტისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით.
  1. ადვოკატის ანაზღაურების გამოთვლის წესი და შესაბამისი განაკვეთი წინასწარ უნდა იყოს ცნობილი და მისაღები კლიენტისათვის. (08.12.2012)
  1. ჰონორარის გადაუხდელობის შემთხვევაში, ადვოკატი უფლებამოსილია უარი თქვას საქმეზე ან მის წარმოებაზე წინამდებარე თავის მე-7 პუნქტის გათვალისწინებით.
  1. ადვოკატს არა აქვს უფლება გადაუხადოს გადასახადი, საკომისიო ან ნებისმიერი სხვა სახის კომპენსაცია პირს კლიენტისათვის პირადად მისი რეკომენდირებისათვის. ამ აკრძალვის დარღვევად არ ჩაითვლება, თუკი ერთ საადვოკატო ბიუროში მომუშავე ადვოკატი საკუთარი ანაზღაურების ნაწილს გადასცემს ამ ბიუროში მომუშავე სხვა ადვოკატს, პენსიაზე გასულ ადვოკატს ან ადვოკატის მემკვიდრეს.(08.12.2012)
  1. ადვოკატი უნდა ცდილობდეს მიაღწიოს დავის მინიმალური დანახარჯებით გადაწყვეტას, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე ადვოკატმა კლიენტს უნდა ურჩიოს საქმის მორიგებით დასრულება ან დავის ალტერნატიული მეთოდებით გადაწყვეტა. (08.12.2012)
  1. ადვოკატმა უნდა აწარმოოს სრული და ზუსტი ჩანაწერი კლიენტის მიერ გადახდილ საქმის წარმოების ხარჯებთან დაკავშირებით.
  1. ნებისმიერი ფულადი სახსრები ან ქონება, რომელსაც კლიენტი მიანდობს ადვოკატს უნდა ინახებოდეს დამოუკიდებლად ადვოკატის პირადი ფულადი სახსრების ან ქონებისაგან და იმართებოდეს კეთილსინდისიერად. ადვოკატი ვალდებულია კლიენტს მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს ანგარიშგება.(08.12.2012)
  1. ადვოკატმა პატიოსნად და უშიშრად უნდა დაიცვას კლიენტის ინტერესები, მიუხედავად მისი პირადი ინტერესებისა ან მისთვის ან ნებისმიერი სხვა პირისათვის შესაძლო შედეგებისა.
  1. კლიენტის ინტერესების დაცვის შეწყვეტისას ადვოკატმა კლიენტს უნდა დაუბრუნოს ყველა დოკუმენტი, ფულადი სახსრები ან სხვა ქონება, რომელიც კლიენტმა ადვოკატს გადასცა ან მიანდო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას ან რომელიც ადვოკატმა სასამართლოსგან, სხვა ორგანოსაგან ან პირისგან მიიღო საქმის წარმოების პროცესში. კლიენტისთვის გადასაცემი თანხიდან ადვოკატს უფლება აქვს გამოქვითოს ურთიერთობის შეწყვეტამდე განხორციელებული მომსახურებისათვის მისაღები გასამრჯელო და გაწეული ხარჯი. (08.12.2012) მუხლი 8 1 საადვოკატო საქმიანობის რეკლამირება (08.12.2012) 6 ადვოკატი უფლებამოსილია განახორციელოს საკუთარი საქმიანობის რეკლამირება იმ პირობით, რომ გავრცელებული ინფორმაცია სწორია და არ არის შეცდომაში შემყვანი, დაცულია პროფესიის ძირეული ფასეულობები და პირდაპირ ან ირიბად არ მიუთითებს კონკურენტზე ან მის მომსახურებაზე.

მუხლი 9. ადვოკატის ურთიერთობა სასამართლოსთან

  1. ადვოკატი, რომელიც მონაწილეობს საქმეში საქართველოს ან უცხო ქვეყნის სასამართლოს ან ტრიბუნალის წინაშე, ვალდებულია დაიცვას და პატივი სცეს ამ სასამართლოში თუ ტრიბუნალში მოქმედ ქცევის წესებს.
  1. ადვოკატი არ უნდა დაუკავშირდეს ან შეხვდეს მოსამართლეს კონკრეტულ საქმეზე, მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატთან შეთანხმების გარეშე, გარდა საპროცესო კანონმდებლობით ნებადართული შემთხვევებისა.
  1. ადვოკატმა არ უნდა მიაწოდოს სასამარლოს წინასწარი შეცნობით ყალბი მტკიცებულება.
  1. ადვოკატისა და სასამართლოს ურთიერთობის მარეგულირებელი წესები ასევე ვრცელდება ადვოკატის ურთიერთობაზე პროცესის მონაწილეებთან, აგრეთვე არბიტრაჟთან და ნებისმიერ სხვა პირთან, რომელიც ახორციელებს მართლმსაჯულებას ან სასამართლოს მსგავს ფუნქციას. (08.12.2012)

მუხლი 10. ურთიერთობა ადვოკატსა და სხვა ადვოკატს შორის

  1. ადვოკატი ვალდებულია პატივი სცეს თავის კოლეგას.
  1. პროფესიის კორპორატიული არსი მოითხოვს ადვოკატთა შორის ნდობასა და თანამშრომლობაზე დამყარებულ ურთიერთობას მათი კლიენტების სასარგებლოდ სასამართლო პროცესების და სხვა კლიენტისთვის საზიანო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით. თუმცა დაუშვებელია კლიენტის ინტერესებზე წინ პროფესიის ინტერესების დაყენება.
  1. ადვოკატმა სხვა ადვოკატისაგან ან ნებისმიერი სხვა პირისაგან არ უნდა მოითხოვოს ან მიიღოს გადასახადი, საკომისიო ან ნებისმიერი სხვა სახის კომპენსაცია კლიენტისათვის სხვა ადვოკატის რეკომენდირების ან რჩევისათვის.
  1. ადვოკატი არ უნდა დაუკავშირდეს მოწინააღმდეგე მხარეს საქმესთან დაკავშირებით ამ მხარის ადვოკატის გვერდის ავლით, თუ მისთვის ცნობილია, რომ ეს მხარე წარმოდგენილია ადვოკატით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარის ადვოკატი დათანხმდება ასეთ კომუნიკაციაზე ან ობიექტურად შეუძლებელია ადვოკატთან დაკავშირება. (08.12.2012) თავი III დასკვნითი დებულებები მუხლი 11. კოდექსის მოქმედების ფარგლები 7 1. ეთიკის კოდექსის მოქმედება ვრცელდება ადვოკატებზე. ადვოკატი პასუხისმგებელია იმ პირთა ეთიკურ ქცევაზე ვინც მოქმედებს ადვოკატის დავალებით ან მისი სახელით ახორციელებს ქმედებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ადვოკატმა მიიღო ყველა გონივრული ზომა იმისთვის, რომ ამ პირების ქცევა შესაბამისობაში ყოფილიყო ეთიკის კოდექსის მოთხოვნებთან. (08.12.2012) 2. ეთიკის კოდექსი და მასში ცვლილებები ძალაში შედის საერთო კრების მიერ დამტკიცებისთანავე და არ გააჩნია უკუქცევითი ძალა.(08.12.2012.) 3. (ამოღებულია 08.12.2012).