სამსუნგი

სამსუნგი

კომპანია სამსუნგის (Samsung) ისტორია იწყება 1938 წლიდან, როცა ახალგაზრდა ბიზნესმენმა ლი ბონ ჩოლმა კორეის ქალაქ ტეგუში დაიწყო ბრინჯის ბიზნესი.

1948 წელს იგი ოფიციალურად არეგისტრირებს ფირმას სახელწოდებით სამსუნგი Samsung  

Samsung Trading. სახელწოდება სამსუნგი (Samsung), რაც  ნიშნავს „სამ ვარსკვლავს“ (თავისი სამი ვაჟის

საპატივცემულოდ).

ახალი პერიოდი კომპანია სამსუნგის (Samsung) ისტორიაში იწყება 1969 წელს, როდესაც ჩამოყალიბდა კომპანია Samsung Electronics, რომელმაც დაიწყო კომპანია სანიო ელექტრიკის (Sanyo Electric) მაკომპლექტებელი ნაწილებისგან შავ-თეთრი სამსუნგის ტელევიზორების გამოშვება . რამდენიმე წელიწადში იწყება კომპანია სამსუნგიSamsung   საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებას ქალაქ სუვონის ქარხანაში, სადაც იმ პერიოდისთვის გადადის სამსუნგიSamsung   სათაო ოფისი.

იხსნება სამსუნგის მაღაზია და სამსუნგის სერვის ცენტრი.

1983 წლიდან იწყება სამსუნგის კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარება და სამსუნგი იწყებს მიკროსქემების წარმოებას.

1991 წლიდან იწყება სამსუნგის ტელეფონების გამოშვება.

1993 წელს სამსუნგის  დღის სწესრიგში დგება ლოგოს (საფირმო ნიშნის) შეცვლის საკითხი. წინა ლოგოზე ფიგურირებდა 3 ვარსკვლავი, რომელიც უკვე მოძველებულ სიმბოლოდ ჩაითვალა. ამოტომ შეიქმნა ახალი საფირმო ნიშანი, რომელიც დღეს ყველასთვის ნაცნობია.

თავისი ლამაზი დიზაინით და გამართული მუშაობით საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან ერთად ცნობილია სამსუნგის  მონიტორები და სამსუნგის  ნოუთბუქები.

დღეს კომპანია სამსუნგს Samsung – ს აქვს 87 ოფისი მსოფლიოს 47 ქვეყანაში. სამსუნგს აქვს ქარხნები ჩინეთში, მალააზიაში, ტაილანდში, პორტუგალიაში და მექსიკაში. სამსუნგში დასაქმებულია დაახლოებით 70 000 თანამშრომელი.

 

აღებულია საიტიდან: http://geronia.blogspot.com/2010/11/blog-post.html

___________________________________________
გადასვლა Home>>>
გადასვლა ,,ბრენდები“>>>

..