სონი

სონი

შვედური სატელეკომუნიკაციო კომპანია სონი ერიქსონი (Sony Ericsson Mobile Communications) რომელიც არის ცნობილი მობილური ტელეფონების ბრენდის სონი ერიქსონის (Sony Ericsson) და მისი აქსესუარების მწარმოებელი დაარსდა 2001 წლის 1 ოქტომბერს. სონი ერიქსონის (Sony Ericsson)სათაო ოფისი მდებარეობს ლონდონში და წარმოადგენს ერთობლივ საწარმოს – შვედური სატელეკომუნიკაციო კომპანია ერიქსონის (Ericsson) და იაპონური ელექტრონული ტექნიკის სონის (Sony), სადაც თითოეული მათგანი არის 50% – იანი წილის მფლობელი.
კომპანია Ericsson და Sony იმ პერიოდისთვის უკვე წარმოადგენდნენ ცნობილ ბრენდებს და ჰქონდათ საკმაოდ დიდი განვითარების ისტორია. ორივე მათგანი აწარმოებდა საკუთარი ბრენდის მობილურ ტელეფონებს.
იაპონური კომპანია სონი, რომლის დასახელება თავიდან იყო Tokyo Telecommunications Engineering, დაარსდა 1946 წელს და მისი დამფუძნებლები იყვნენ აკიო მორიტა (Akio Morita) და მასარუ იკუბა (Masaru Ibuka).შვედური კომპანია ერიქსონის ისტორია კი იწყება ჯერ კიდევ 1876 წლიდან და მისი დამფუძნებელი იყო ლარს მაგნუს ერიქსონი (Lars Magnus Ericsson).მიუხედავად ორი ასეთი დიდი ისტორიის მქონე კომპანიის თანამშრომლობისა, მათი ერთომლივი ფირმა სონი ერიქსონის (Sony Ericsson)შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ახალგაზრდაა მობილური ტელეფონების ბაზარზე. 2007 წლის განმავლობაში კომპანიამ გამოუშვა 20–ზე მეტი მოდელი.ამჟამად სონი ერიქსონის (Sony Ericsson) მობილური ტელეფონების და აქსესუარების ერთ–ერთი მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში.კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 8 450 ადამიანი.2009 წლის 1 სექტემბრიდან კომპანიის პრეზიდენტია ბერტ ნორდბერგი (Bert Nordberg).

აღებულია საიტიდან:  http://geronia.blogspot.com/2010/12/sony-ericsson.html

_______________________________
გადასვლა Home>>>
გადასვლა ,,ბრენდები“>>>

..