ტოშიბა

ტოშიბა 

მსოფლიოში ცნობილი იაპონური კომპანია ტოშიბა (Toshiba) შეიქმნა 1875 წელს ქალაქ ედოში (ტოკიოს ძველი სახელწოდება) და იყო იაპონიაში პირველი სატელეგრაფო მოწყობილობების მწარმოებელი. კომპანიას ერქვა Tanaka Engineering Works.  მისი დამფუძნებელი იყო იმ დროისთვის ცნობილი იაპონელი მკვლევარი და გამომგონებელი ხისაშიგე ტანაკა (Tanaka Hisashige). 1904 წელს კომპანიის სახელწოდება შეიცვალა და დაერქვა hibaura Engineering Works. იგი იმ დროისთვის იყო მძიმე ელექტრომოწყობილობების მწარმოებელი უმსხვილესი იაპონური კომპანია.

ხისაშიგე კარგად ფლობდა მათემატიკასა და ასტრონომიას, რაც წარმოსახვის უნიკალურ უნართან ერთად დაეხმარა მას ისეთ გამოგონებებში, როგორიცაა მაგალითად სინათლის წყარო, რომელიც 10–ჯერ უფრო მკვეთრად ანათებდა, ვიდრე სანთელი; ზამბარიანი საათი, რომელიც უჩვენებდა ზუსტ დროს 200 დღის განმავლობაში. იგი აგრეთვე მუშაობდა მძიმე მრეწველობაში ისეთ თემებზე, როგორიცაა ორთქმავლები, გემები და ზარბაზნები.

იჩისუკე ფუძიოკა, რომელსაც იაპონიაში ეძახდნენ “ელექტრონიკის მამას” იყო პირველი, რომელმაც იაპონიაში ააწყო ელექტრო წარმოება. 1899 წელს პირველი განათების ელექრტომოწყობილობების კომპანია იაპონიაში იყო იჩისუკეს კომპანია Tokyo Electric Company.

1939 წელს ეს ორი უმსხვილესი იაპონური კომპანია hibaura Engineering Works და Tokyo Electric Company შეერთდა და გაერთიანებულ კომპანიას დაერქვა Tokyo Shibaura Electric Company , შემოკლებით Toshiba ტოშიბა (Toshiba) . 1978 წელს კომპანიას ოფიციალურად ეწოდა დღეისთვის ცნობილი სახელი ტოშიბა (Toshiba) , რომელიც მიღებულია Tokyo და Shibaura –ს პირველი იეროგლიფებისგან.

1957 წელს კომპანია ტოშიბა (Toshiba)  შედის კონდiციონერების ბაზარზე. 1961 წელს ტოშიბა (Toshiba)  უშვებს მსოფლიოში პირველ სპლიტ–სისტემის კონდეციონერებს. 1960 წელს იწყება მიკროტალღური ღუმელების, ტრანზისტორული ტელევიზორების, მაგნიტოფონების და სხვა ტექნიკის წარმოება.პარალელურად კომპანიაში იწყება კომპიუტერულ ტექნიკაზე მუშაობა.
1981 წლიდან კომპანია  ტოშიბა (Toshiba)  უშვებს ახალი ტექნოლოგიის ტოშიბას კონდეციონერებს – თბილი და ცივი ჰაერის ნაკადით.1989 წელს გამოდის  ტოშიბაs  (Toshiba)   ნოუთბუქი – «Dynabook».
დღევანდელ დღეს კომპანია ტოშიბა (Toshiba) მსოფლიში ერთ–ერთი უმსხვილესი ნოუთბუქების მწარმოებელია.

ტოშიბა (Toshiba)   – ეს არის ჯგუფი, შემდგარი ათეულობით კომპანიისგან, რომელთაგან თითოეული მათგანი სპეციალიზირდება ბიზნესის ერთ–ერთ მიმართულებაზე.
კომპანია ტოშიბაs (Toshiba)  მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს ოფისები, რომლებშიც დასაქმებულია დაახლოებით 195 000 ადამიანი.

აღებულია საიტიდან:  http://geronia.blogspot.com/2010/12/toshiba.html

 

_________________________________
გადასვლა Home>>>
გადასვლა ,,ბრენდები“>>>

..