ადმინისტრაციული სამართალი


ადმინისტრაციული სამართალი E. administrative law

სამართლებრივი ნორმების ერთობლიობა, რომელიც აწესრიგებს სახელმწიფო მმართველობის სფეროში ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მმართველობის ორგანოების შექმნისა და გაუქმების, მათი ორგანიზაციისა და საქმიანობის წესსა და პრინციპებს. ადმინისტრაციული სამართლის ნორმები განსაზღვრავენ, აგრეთვე, მოქალაქეების, სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირთა უფლებამოსილებას, ადგენენ ქცევის სავალდებულო წესებს, აწესებენ პასუხისმგებლობის ზომებს მათი დარღვევისათვის.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე