ვადების ცნება და სახეები სამოქალაქო სამართალში

კონსპეტი. აღებულია: Robo Nadiradze http://lawrobo .blogspot.  com/2013/04/ blog-post_9751.html Monday, April 15, 2013

სამოქალაქო სამართალში ვადა ეწოდება დროის მონაკვეთს, რომლის დადგომას  თუ გასვლას მოჰყვება გარკვეული სამართლებრივი შედეგები.
ვადების კლასიფიკაცია სხვადასხვა საფუძვლით ხდება. იმის მიხედვით თუ ვის მიერ არის განსაძღვრული სამოქალაქო უფლებების რეალიზაციის ვადა  განასხვავებენ კანონიერ, სახელშეკრულებო და სასამართლო ვადებს. კანონიერია ვადა, რომელიც განსაზღვრულია კანონით თუ სხვა ნორმატიული აქტით. სახელშეკრულებო არის ვადა  რომელიც დაწესებულია მხარეთა შეთანხმებით, ხოლო სასამართლო ვადა არის ის ვადა  რომელსაც სასამართლო ადგენს.
იმის მიხედვით, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ვადის დადგომას თუ გასვლას  განასხვავებენ უფლების წარმომშობ  უფლების შემცვლელ და უფლების შემწყვეტ ვადას.
თავისი დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ:

1) სამოქალაქო უფლების წარმოშობის ვადას

2) სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადას

3) ვალდებულების შესრულების ვადას და

4) უფლების დაცვის ანუ ხანდაზმულობის ვადას.

უფლების წარმოშობის ვადა – ეს არის დრო, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევს სამოქალაქო უფლების წარმოშობას.
უფლებათა განხორციელების ვადა არის პერიოდი  რომლის განმავლობაში პირს  რომელსაც აქვს სამოქალაქო უფლებები, შეუძლია გამოიყენოს ამ უფლებებით გათვალისწინებული შესაძლებლობები.
სამოქალაქო უფლებათა მოქმედების ვადა ანუ ის დრო  რომლის განმავლობაშიც მოქმედებს ეს სამოქალაქო უფლებები.
აღკვეთითი ვადა ანუ ისეთი ვადა  რომელიც არა მარტო მკაცრად განსაზღვრავს უფლების მოქმედების დროს, არამედ ითვალისწინებს ამ ვადის შეწყვეტას მის გასვლამდე  თუ ეს უფლება არ ხორციელდება ან არაჯეროვნად ხორციელდება.
საპრეტენზიო ვადა ანუ ის დრო  რომლის განმავლობაში უფლებამოსილ პირს შეუძლია  ვიდრე სასამართლოს მიმართავდეს, უშუალოდ ვალდებულ პირს მიმართოს წარმოშობილი უთანხმოების მოსაგვარებლად. იმ პროდუქციისათვის  რომელიც შედარებით ხანგრძლივი ხმარებისთვისაა გათვალსიწინებული, ჩვეულებრივ წესდება უფრო ხანგრძლივი საპრეტენზიო ვადები, რომელთაც საგარანტიო ვადებს უწოდებენ.
საგარანტიო ვადებში განასხვავებენ ვარგისიანობის და ტრანსპორტაბელურობის ვადებს. ვარგისიანობის ვადები წესდება კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე  საპარფიუმერიო – კოსმეტიკურ და სხვა ნაწარმზე.
ტრანსპორტაბელურობის ვადა არის ის დრო  რომლის განმავლობაში გარანტირებულია პროდუქციის თვისებების შენარჩუნება მისი დადგენილი წესით ტრანსპორტირების დროს.

 

_________________________________

გადასვლა >>>> სამოქალაქო სამართალი

.