სამართალი როგორც კულტურის ფენომენი

კონსპეტი. აღებულია: Robo Nadiradze http://lawrobo .blogspot.  com/2013/04/ blog-post_9751.html Monday, April 15, 2013

სამართალი ყალიბდება და ვითარდება კულტურასთან ერთად. სამართლის როლი განსხვავებულია სხვადასხვა კულტურებში. ანტიკურ რომში სამართალი გაცილებით უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, ვიდრე მაგალითად საბერძნეთში. აღსანიშნავია, რომ ცნობილ იურისტთა მთელი ფენა ჩამოყალიბდა ძველ რომში და არა ათენში. ჯერ კიდევ გვიან, შუა საუკუნეების ევროპაში, მოსამართლისა და სახელმწიფო მოხელის პოსტებზე, ძირითადად, იურისტები ინიშნებოდნენ, მაშინ, როდესაც ეს პოსტები ჩინეთში უმთავრესად ხელოვანებსა და ფილოსოფიაში განსწავლულ პირებს ეკავათ. სხვა კულტურებთან შედარებით, სამართლის მეცნიერებას დიდი როლი ეკისრება ევროპულ კულტურებში.
ისლამურ კულტურაში სამართალი ყურანს ეფუძნებოდა. თეოლოგიასთან სამართლის მეცნიერების მჭიდრო კავშირმა განსაზღვრა იურისპუდენციის ნაკლებად თავისუფალი ხასიათი ისლამურ ქვეყნებში. ევროპულ კულტურაში იურისპუდენცია უფრო ნაკლებად იყო დამოკიდებული რელიგიაზე.
ევროპის ბევრი ქვეყნის სამართლის სისტემას საფუძვლად დაედო რომის სამართალი. რომის სამართალი რეცეფციის პროცესი, ძირითადად, უნივერსიტეტის კულტურული გავლენით წარიმართა.
შედარებით-სამართლებრივი ანალიზი საშუალებას იძლევა გავარკვიოთ თუ როგორ „მუშაობს“ ესა თუ ის სამართლებრივი ინსტიტუტი სხვა ქვეყნების იურიდიულ პრაქტიკაში. იზოლირებული სამართლებრივი კულტურა არ არსებობს.
განვითარების შედარებით დაბალ საფეხურზე მყოფი საზოგადოების კულტურას მარტივი და ნაკლებად კომპლექსური სტრუქტურა და პრიმიტიული მართლწესრიგი ჰქონდა. პრიმიტიულ მართლწესრიგში არ მოქმედებდა ქცევის წესების ერთიანი სისტემა; არ არსებობდა ორგანიზაზებული მართლმსაჯულება. ქცევის წესები მცირერიცხოვანი იყო და არ იყო წერილობით დაფიქსირებული.
მაღალგანვითარებულ სამართლებრივ კულტურებში განასხვავებენ არქაულ და რაციონალურ სამართალს. არქაული ტიპის იყო რომის სამართალი. თანამედროვე სამართალი აღიარებს სახელმწიფოს აბსოლუტურ მონოპოლიას იძულებაზე.
რელიგია დიდ გავლენას ახდენს სამართალზე. სამართალსა და კულტურას შორის კავშირზე დიდ გავლენას ახდენს ენა. ენა არის სამართლის ნორმის გამოხატვის ერთადერთი ფორმა.

_________________________________

გადასვლა >>>> სამართალმცოდნეობა

.