ხანდაზმულობა, ვადის შეჩერება და შეწყვეტა

კონსპეტი. აღებულია: Robo Nadiradze http://lawrobo .blogspot.  com/2013/04/ blog-post_9751.html Monday, April 15, 2013

ხანდაზმულობა არის დრო, პერიოდი, რომლის განმავლობაში პირს უფლება აქვს მოითხოვოს სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება.
ხანდაზმულობის ვადა ძირითადად უწყვეტად მიმდინარეობს, მაგრამ რეალურად არის კანონით გათვალისწინებული ისეთი გარემოებები, რომლებიც აბრკოლებებნ ანდა ართულებენ დადგენილ ვადაში წარადგინოს პირმა სარჩელი თავისი დარღვეული უფლების აღსადგენად თუ დარღვევის აღსაკვეთად. ასეთი გარემოებების არსებობის დროს , სასარცელო ხანდაზმულობის ვადა ითვლება შეჩერებულად. ხანდაზმულობის ვადის შეჩერების არსი ის არის , რომ დრო , რომლის განმავლობაშიც მოქმედებს ის გარემოებები , რომლებიც იწვევენ ხანდაზმულობის ვადის შჩერებას და რომლებიც აბრკოლებენ დარღვეული უფლების დაცვას , არ ჩაითვლება კანონით დადგენილ ხანდაზმულობის ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერებას იწვევს შემდეგი გარემოებები:

1) ვალდებულების შესრულების გადავადება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, ანუ ე.წ. მორატორიუმი.
2) განასკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა, რომელიც აბრკოლებს სარჩელის წარდგენას
3) კრედიტორის ან მოვალის ყოფნა შეიარაღებული ძალების იმ ნაწილში, რომელიც გადაყვანილია საომარ მოქმედებაზე
4) კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

კანონმდებლობა განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების მომენტს.ხანდაზმულობის ვადა ჩერდება იმ შემთხვევაში, თუ მორატორიუმი, დაუძლეველი ძალა, არმიის რიგებში ყოფნა წარმოიშვა ან განაგრძობდა არსებობას ხანდაზმულობის ვადის უკანასკნელი ექვსი თვის ფარგლებში, ხოლო თუ ეს ვადა ექვს თვეზე ნაკლებია , -ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში.
სამოქალაქო ურთიერთობათა სწორი რეგულირებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმის განსაზღვრას , თუ როდის შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა. ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება , თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე აღიარებს მოთხოვნის არსებობას ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად. ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდება თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით .
კანონი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის ხანგრძლივობასაც. სარჩელის შეტანის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა გრძელდება მანამ, სანამ საასმრთლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება.
სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს , თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით სარჩელი დატოვებული იქნება განუხილველად. თუ ხანდაზმულოვის ვადის დენა შეწყდა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა თავიდან დაიწყება.

_________________________________

გადასვლა >>>> სამოქალაქო სამართალი

.