აბორტი

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

-რა  არის  აბორტი?
-ორსულობის  ხელოვნურად  შეწყვეტა.

საქართველოში,  1995  წლიდან  აბორტი  ლეგალიზებულია,  რომელიც  ორსული  ქალის  თანხმობით  ხდება.  მისი  თანხმობის  გარეშე  მუცლის  მოშლა  შესაძლებელია  იმ  შემთხვევაში  როდესაც  ეს  განპირობებულია  უკიდურესი  აუცილებლობით.  აბორტი  უკანონოდ  ითვლება  თუ  ეს  კეთდება  კანონისა  და  სხვა  ნორმატიული  აქტებით  დადგენილი  წესების  დარღვევით.

“ჯანმრთელობის  დაცვის  შესახებ”  კანონში  ნათქვამია  რომ  საქართველოს  ყველა  მოქალაქეს,  უფლება  აქვს  დამოუკიდებლად  განსაზღვროს  შვილების  რაოდენობა  და  მათი  დაბადების  დრო.

ორსულობის  ნებაყოფლობით  შეწყვეტა  ნებადართულია  მხოლოდ  ლიცენზირებულ  სამედიცინო  დაწესებულებებში,  ლიცენზირებული  ექიმის  მიერ  და  მხოლოდ  იმ  შემთხვევებში  თუ:

ა)  ორსულობის  ხანგრძლივობა  არ  აღემატება  12  კვირას;  12  კვირაზე  მეტი  ხანგრძლივობის  ორსულობის  შემთხვევაში  აბორტი  დაშვებულია  მხოლოდ  სამედიცინო  და  სოციალური  ჩვენებების  მიხედვით.
ბ)  ორსულს  სამედიცინო  დაწესებულებაში  ჩაუტარდა  წინასწარი  გასაუბრება  და  გასაუბრებიდან  გასაუბრებიდან  ოპერაციამდე  გასულია  სამი  დღის  მოსაფიქრებელი  ვადა.  გასაუბრების  დროს  ექიმმა  უპირატესობა  უნდა  მიანიჭოს  ნაყოფის  სიცოცხლის  დაცვას.

ორსულობის  შეწყვეტის  სამედიცინო  ჩვენებები  უნდა  დადგინდეს  ლიცენზირებულ  ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ,  ან  სტაციონალურ  დაწესებულებებში,  კომისიური  წესით,  რომლის  შემადგენლობაში  უნდა  შედიოდეს:  დაწესებულების  მთავარი  ექიმი,  მკურნალი  ექიმი,  იურისტი  და  იმ  სპეციალობის  ექიმი,  რომლის  სფეროშიც  შედის  ორსულის  დაავადება  (მდგომარეობა).

სამედიცინო  ჩვენებების  არსებობის  შემთხვევაში  ორსულ  მიეცემა  დასკვა,  რომელშიც  აღწერილი  იქნება  სრული  კლინიკური  დიაგნოზი.  ეს  დასკვნა  დამოწმებული  უნდა  იყოს  ზემოთ  ჩამოთვლილ  სპეციალისტების  ხელმოწერით  და  დაწესებულების  ბეჭდით.

თუ  ორსულს  აქვს  ფსიქიკური  ან  ვენერიული  დაავადება,  დაბუთები  ორსულობის  შეწყვეტის  შესახებ  გადაეცემა  უშუალოდ  იმ  საავადმყოფოს  სადაც  პაციენტს  გადაწყვეტილი  აქვს  ორსულობის  ხელოვნურად  შეწყვეტა.

არის  შემთხვევები  როდესაც  ორსულის  დაავადება  არ  არის  მითითებული  ინსტრუქციაში.  თუმცა  ასეთი  დაავადების  არსებობის  გამო,  ორსულობის  გაგრძელება  არ  შეიძლება,  რადგან  შესაძლოა  ორსული  ქალის  სიცოცხლე  საფრთხეში  აღმოჩნდეს.  მსგავს  შემთხვევებში,  საკითხი  ორსულობის  შეწყვეტის  შესახებ  იხილება  კომისიურად  და  პაციენტისადმი  ინდივიდუალური  მიდგომით.

სამედიცინო  ჩვენებით,  თორმეტ  კვირაზე  მეტი  ხანგრძლივობის  ორსულობის  ხელოვნურად  შეწყვეტის  ოეპრაცია,  ნებადართულია  ოცდაორ  კვირამდე.თორმეტ  კვირაზე  ემტი  ხანგრძლივობის  ორსულის  ხელოვნური  შეწყვეტის  ოპერაცია  უნდა  ჩატარდეს  მხოლოდ  ლიცენზირებულ,  სამეანო-გინეკოლოგიური  პროფილის  სტაციონარულ  დაწესებულებში.

იმ  შემთხვევაში,  თუ  თორმეტ  კვირაზე  მეტი  ხანგრძლივობის  ორსულობის  ხელოვნურად  შეწყვეტის  ოპერაცია  გარდაუვალი  და  ჩასატარებელია,  ორსულმა  ქალმა  განცხადებით  და  სამედიცინო  დასკვნით  უნდა  მიმართოს  მთავარ  ექიმს  და  მოითხოვოს  ორსულობის  ხელოვნურად  შეწყვეტა.  საავადმყოფოს  მთავარი  ექიმი  კომისიური  წესით  იხილავს  შემოსულ  განცხადებას  და  დასკვნას.  კომისიის  გადწყვეტილება  შესაბამისი  ჩანაწერით  ფორმდება  ავადმყოფის  სამედიცინო  დოკუმენტში  და  მოწმდება  წევრთა  ხელმოწერით.

გარდა  იმ  სამედიცინო  ჩვენებებისა,  როა  ორსულობის  ხელოვნურად  შეწყვეტა  აუცილებელია,  არის  სხვა  პირობებიც,  რომელიც  კავშირში  არ  არის  სამედიცინო  მდგომარეობასთან:  კერძოდ,  კანონით  ორსულობის  ხელოვნურად  შეწყვეტა  ნებადართულია  შემდეგ  შემთხვვეებში:  თუ  ქალს  არ  შესრულებია  15  წელი,  თუ  ქალის  ასაკი  გადაცილებულია  45  წელს  ,  თუ  ორსულობა  გამოიწვია  გაუპატიურება  და  ეს  დადგენილია  სასამართლოს  მიერ.

როგორც  აღინიშნა,  აბორტი  უკანონოდ  ჩაითვლება  იმ  შემთხვევაში,  თუ  ის  გაკეთდა  არალიცენზურებულ  სამედიცინო  დაწესებულებაში.  გარდა  ამისა,  სავალდებულოა  ექიმს  ჰქონდეს  საექიმო  საქმიანობის  უფლების  დამადასტურებელი  სახელმწიფო  სერთიფიკატი.  ორსულობის  შეწყვეტა  შესაძლოა  მოხდეს  ოპერაციის  გზით,  მექანიკური  ან  ტოქსიკური  ზემოქმედების  ხერხით.

საქართველოს  სსკ-ის  133-ე  მუხლის  თანახმად,  აბორტი,  რომელიც  კეთდება  კანონითა  და  სხვა  ნორმატიული  აქტებით  დადგენილი  წესის  საწინააღმდეგოდ,  უკანონოდ  ითვლება  და  დასჯადია.  ეს  დანაშაული  დასრულებულად  ჩაითვლება  ორსულობის  ხელოვნურად  შეწყვეტის,  ანუ  დედის  ორგანიზმიდან  ნაყოფის  გამოდევნის  მომენტიდან.  თუ  ზემოთაღნიშნული  წესების  დარღვევა  მოხდა,  ეს  გამოიწვევს  იმ  პირის  სისხლისამართლებრივ  პასუხისმგებლობას,  რომელმაც  განახორციელა  ორსულობის  ხელოვნურად  შეწყვეტა.