აგროპერლიტი

მშენებლობა > პერლიტი > აგროპერლიტი

აგროპერლიტად მოიხსენიებენ პერლიტს დამზადებულსა და შეფუთულს აგრარული მიზნებისათვის. ეს მარკეტინგული და არა ტექნოლოგიური ტერმინია.

აგრარულ სექტორში პერლიტის გამოყენების მრავალი მიმართულებაა. პერლიტის აგროსექტორში  გამოყენების შესაძლებლობათა ნაწილი ჩამოთვლილია საიტზე „პერლიტი“. აქ მხოლოდ ფუნქციონალურად ჩამოვთვლით  პერლიტის თვისებებს, რომლებიც ფასეულია აგრარული სექტორისათვის.

 აგროპერლიტიპერლიტი, როგორც აგრო–სამშენებლო მასალა

პერლიტს აქვს თბოიზოლაციის უნარი. ეს უნარი მას ძვირფას სამშენებლო მასალად ხდის აგროსექტორში  საცხოვრებელი სახლების მშენებლობისას, რადგან სოფლის სახლების თბოდაკარგები უფრო მეტია. ამავე დროს პერლიტს აგრარულ სექტორში დიდი პერსპექტივები აქვს როგორც დიდი, ასევე მცირე აგროპროდუქციის საცავების მშენებლობისას.

 აგროპერლიტიპერლიტი, ნიადაგის განოყიერებაში

აფუებული პერლიტი კარგი სორბენტია. ანუ, მას აქვს თვისება შთანთქოს, ხანგრძლივად შეიკავოს და თანდათან გასცეს გარემოში მკვებავი ელემენტების იონები. ამ თვისების გამო,   იგი აგრო–სასუქებთან ერთად შეაქვთ ნიადაგში.  ასეთ შემთხვევაში აგრო სასუქის მოქმედების ვადა შეადგენს 5-3 წელს, რაც 25-30% ზრდის აგრო სასუქის გამოყენების ეფექტურობას და აგრო სასუქის ხარჯი მცირდება 30-40%-ით.

აგროპერლიტიპერლიტი ნიადაგის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად

ნიადაგში შეტანილი პერლიტი აუმბობესებს ნიადაგის სტრქუტურას, მის ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებს, რასავც აგრო სექტორში დიდი მნიშვნელობა აქვს.

პერლიტი სასათბურე მეურნეობებში

აგროპერლიტი გამოიყენება აგრო სასათბურე მეურნეობებში ხელოვნური ნიადაგების შესაქმნელად, ბოსტნეულის, ხილის, კენკროვანი კულტურებისა და ყვავილოვანი მცენარეების აგრო ჩითილების გამოსაყვანად და მათი ზრდის დაჩქარებისათვის.

პერლიტი აგრო ფილტრებში აგროპერლიტი

აფუებული პერლიტი აგრო სექტორში გამოიყენება  ღვინოების, შაქრის სიროპების, ლუდის, ხილის წვენების, მცენარეული ზეთების გასაფილტრადაც.

 აგროპერლიტიაგროპერლიტი

________________________________________________

 ბმები: პერლიტი 1;  პერლიტი 2; თხევადი შპალერი; პერლიტობეტონი; პერლიტი  ენერგოდამზოგავი; სართულშორისი გადახურვები პერლიტით; პერლიტის იატაკი; პერლიტის კედლები; ერლიტის  ბლოკი; პერლიტის ბათქაში; ფასადების გალესვა პერლიტით; პერლიტის ხელოსნები; პერლიტი  მშენებლობასა და რემონტშიპერლიტი ნახევრადუდაბნოებშიპერლიტი სორბენტი ; პერლიტის გამოყენება მარნის მშენებლობისასპერლიტის ისტორია; პერლიტი პროდუქტების საცავისათვისპერლიტი სპორტში;