ადამიანის უფლებათა კლასიფიკაცია E. classification of Human Rights
გაეროს წესდებისა და 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებით, ადამიანის უფლებათა დადგენის ხარისხობრივად ახალი ეტაპი იწყება. დეკლარაციამ ასახა როგორც სამოქალაქო–პოლიტიკური, ასევე სოციალურ–ეკონომიკური უფლებები, თუმცა შემდგომში ეს უფლებები ცალ–ცალკე საერთაშორისო–სამართლებრივ დოკუმენტებში აისახა. ადამიანის უფლებათა კლასიფიკაცია სხვადასხვა კრტერიუმის მიხედვით ხდება (იხ. ტაბულა) ადამიანის უფლებათა სამართლის თეორიაში განასხვავებენ: ადამიანის და მოქალაქის უფლებებს; უფლებებსა და თავისუფლებებს (იურიდიული ბუნებით ორივე იდენტურია); ძირითად ანუ ფუნდამენტურ და სხვა უფლებებს; უფლებებს განასხვავებენ აგრეთვე საზოგადოებრივი ურთიერთობის სფეროს მიხედვით (პირადი, სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული) და წარმოშობის დროის მიხედვით (ადამიანის უფლებათა თაობები). თანამედროვე საერთაშორისო სამართალში ყველაზე უფრო გარცელებული და მიღებულია უფლებათა კლასიფიცირება თაობების მიხედვით, მიღებულია უფლებათა 3 თაობის გამოყოფა: პირველი თაობის უფლებებს მიაკუთვნებენ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს (ნეგატიური უფლებები); მეორე თაობის უფლებებში იგულისხმება სოციალურ–ეკონომიკური და კულტურული უფლებები (პოზიტიური უფლებები); მესამე თაობას მიაკუთვნებენ კოლექტიურ უფლებებს ადამიანის უფლებათა კლასიფიკაცია წარმოშობის დროის მიხედვი: I თაობა (XVIII ს–ის ბოლო) სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები; II თაობა (XX ს–ის მეორე ნახევარი) სოციალურ–ეკონომიკური უფლებები; III თაობა (XX –ის 70–იანი წლები) კოლექტიური (სოლიდარული) უფლებები. საზოგადოებრივი ურთიერთოების სფეროს მიხედვით: სამოქალაქო; პოლიტიკური; ეკონომიკური; სოციალური; კულტურული. პიროვნების პოლიტიკური სამართლებრივი სტატუსის მიხედვი: ადამიანის უფლებები (ყოველი ინდივიდის უფლებები); მოქალაქის უფლებები. უფლებების მატარებელი სპეციალური სუბიექტის მიხედვით: ლტოლვილების უფლებები; ქალთა უფლებები; ბავშვთა უფლებები; აპატრიდების უფლებები; პირთა უფლებები შეიარაღებული კონფლიქტების დროს; მიგრანტთა უფლებები; ინვალიდების უფლებები; სხვა ჯგუფების უფლებები. დროში მოქმედების შეზღუდვის მიხედვით: აბსოლუტური უფლებები; შეფარდებითი უფლებები; სახელმწიფოს როლის მიხედვით: პოზიტიური უფლებები; ნეგატიური უფლებები; კონსტიტუციებსა და საერთაშორისო ნორმებში განმტკიცების მიხედვი: ძირითადი (კონსტიტუციური) უფლებები; წარმოებული უფლებები.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
ბმები: 1. კორპორაციული ტიპური დოკუმენტები; 2. ორგანიზაციების იურიდიული, საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურება; 3. დისტანციური იურიდიული კონსულტაციები; 4. ბიზნეს გეგმების მომზადება; 5. მზა ტიპური ბიზნეს-გეგმები (შაბლონი)