ადამიანური ღირსება E. Human dignity
ერთ-ერთი ფუძემდებლური კონცეფცია (თანასწორ და განუყოფელ უფლებათა კონცეფციასთან ერთად), რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვა ეყრდნობა. ა.ღ. ყველა ადამიანს მოეპოვება და არავის აქვს მისი შელახვის უფლება. ამ კონცეფციისათვის ძირითადია განუყოფელი, დაბადებითი ადამიანური ღირსების ცნება (განსხვავდება პიროვნული ღირსებისაგან), რომელიც თავად კაცობრიობის ბუნებიდან გამომდინარეობს და ერთნაირად აქვს ყველა ადამიანს – იქნება ეს ახალშობილი, ამქვეყნად ჯერ რომ არაფერი შეუქმნია, თუ ჩამოყალიბებული დამნაშავე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულაში თანდაყოლილი ღირსება და თანასწორი და განუყოფელი უფლებები თავისუფლების, სამართლიანობის და საყოველთაო მშვიდობის საფუძვლადაა მიჩნეული.
See also: ადამიანის უფლებები, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები
Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ
ბმები: 1. კორპორაციული ტიპური დოკუმენტები; 2. ორგანიზაციების იურიდიული, საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურება; 3. დისტანციური იურიდიული კონსულტაციები; 4. ბიზნეს გეგმების მომზადება; 5. მზა ტიპური ბიზნეს-გეგმები (შაბლონი)