ადგილობრივი დაცვის საშუალებების ამოწურვა E. Exhaustion of domestic remedies
ყველა ხელმისაწვდომ შიდასახელმწიფოებრივ საშუალებათა ამოწურვის მოთხოვნა. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ (1966) და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (1950) საჩივრის დასაშვებობის ერთ–ერთ კრიტერიუმად ადგენს, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული წესების თანახმად. ყველა შიდასახელმწიფოებრივი საშუალების ამოწურვის მოტხოვნას. მართალია, არცერთ ამ დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული თუ რა იგულისხმება შიდასახელმწიფოებრივ საშუალებათა ცნებაში, მაგრამ პრაქტიკა ცხადოფს, რომ ეს არის არა სახერლმწიფოში არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა მექანიზმი (მაგ., ომბუდსმენი), არამედ სასამართლო ორგანოები პრაქტიკაში, როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ყოველი კონკრეტული საქმის განხილვისას განსაზღვრავს, ამოწურულია თუ არა განმცხადებლის მიერ შიდასახელმწიფოებრივი დაცვის ყველა საშუალება. კონკრეტული საქმის გარემოებიდან გამომდინარე, შესაძლოა, საჭირო არ გახდეს მიემართოს ყველა სასამართლო ინსტანციას მართალია, სამართლებრივი დაცვის საშულებათა სისტემა არ არის ერთგვაროვანი ხელშემკვრელ სახელმწიფოებში, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ეს არის სასამართლო სამსაფეხურიანი სისტემა: პირველი. სააპელაციო და უმაღლესი ინსტანციები სამართლებრივი დაცვის ყველა საშუალების ამოწურვის საერთო მოთხოვნიდან არსებობს გამონაკლისები. მაგალითად, განმცხადებელს არ მოეთხოვება სამართლებრივი დაცვის ყველა საშუალების ამოწურვა, თუ მან დაამტკიცა, რომ ეროვნული სასამართლოსადმი მიმართვა აზრს მოკლებულია, გამომდინარე სახელმწიფოში არსებული პრაქტიკიდან, ან თუ საქმის განხილვა გაუმართლებელი ვადით ჭიანურდება პირს მოეთხოვება იმ სამართლებრივი საშუალებების ამოწურვა, რომლებზეც ეროვნული კანონმდებლობით მას უფლება, და არა პრივილეგია აქვს. პირი ვალებული არ არის, მიმართოს ცალკეულ სპეციალურ ორგანოსა თუ სამსახურს, რომელთა კომპეტენციაში ადამიანის უფლებათა დაცვა შედის (მაგ.: ომბუდსმენის სამსახური ან საკანონმდებლო ორგანოს ადამიანის უფლებათა კომიტეტი და სხვ. მტკიცების ტვირთი, თუ რა შიდასახელმწიფოებრივი საშუალებანი არსებობს ეროვნულ სისტემაში, რომელთა ამოწურვაც განმცხადებელს ევალება, სახელმწიფოს აწევს. შესაბამისად, სახელმწიფომ შეიძლება დააყენოს საკითხი, რომ პირს არ ამოუწურავს დაცვის ყველა შიდასახელმწიფოებრივი საშუალება.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
ბმები: 1. კორპორაციული ტიპური დოკუმენტები; 2. ორგანიზაციების იურიდიული, საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურება; 3. დისტანციური იურიდიული კონსულტაციები; 4. ბიზნეს გეგმების მომზადება; 5. მზა ტიპური ბიზნეს-გეგმები (შაბლონი)