ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შემოსულობების, მათი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელების ძირითადი საფინანსო გეგმა, რომელიც დამტკიცებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს) მიერ. Source: საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“, 2006 წლის 24 მაისი, მუხლი 2; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შემოსულობების, მათი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელების ნუსხა, რომელსაც ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო (საკრებულო). Source: საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“, 2003 წლის 24 აპრილი, მუხლი 3. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს “საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი”. (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.
ბმები: 1. კორპორაციული ტიპური დოკუმენტები; 2. ორგანიზაციების იურიდიული, საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურება; 3. დისტანციური იურიდიული კონსულტაციები; 4. ბიზნეს გეგმების მომზადება; 5. მზა ტიპური ბიზნეს-გეგმები (შაბლონი)