ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებისათვის გადასახადი E. tax for using local symbolics
ადგილობრივ გადასახადს იხდიან იურიდიული და მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც იყენებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებულ სიმბოლიკას – გერბებს, ისტორიული ან არქიტექტურული ძეგლების გამოსახულებებს, ქალაქის ან მისი ცალკეული ადგილის ხედებსა და სხვა ანალოგიურ სიმბოლოებს. არ შეიძლება ადგილობრივ სიმბოლოდ ქალაქის (რაიონის) ან სხვა დასახლებული პუნქტის სახელის გამოყენება. ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებისათვის გადასახადის ზღვრული ოდენობა განისაზღვრება ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებით ნიშანდებული საქონლის მიწოდებიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 2 პროცენტით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 214).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
ბმები: 1. კორპორაციული ტიპური დოკუმენტები; 2. ორგანიზაციების იურიდიული, საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურება; 3. დისტანციური იურიდიული კონსულტაციები; 4. ბიზნეს გეგმების მომზადება; 5. მზა ტიპური ბიზნეს-გეგმები (შაბლონი)