ადმინისტრატორი E. administrator, (personnel manager) executive, manager L. Administrator მმართველი
1. დაწესებულებაში (ორგანიზაციაში) პასუხისმგებელი განმკარგულებელი, რაიმეს მომწყობი; 2. ბანკის ან სხვა საკრედიტო დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის (გამგეობის) ან სარევიზიო კომისიის წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც დამოუკიდებლად, ან ერთ, ან მეტ პირთან ერთად უფლებამოსილია იკისროს ვალდებულებები ბანკის სახელით (საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“, მუხლი 1); მეტ პირთან ერთად უფლებამოსილია იკისროს ვალდებულებები ბანკის სახელით“ კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ”, მუხლი 1); 3. საბროკერო კომპანიის საქმიანობაზე ლიცენზიის შეჩერებისას ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ დანიშნული პირი, რომელთან შეთანხმებით მიიღება საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება; 4. ბალანსის ანალიზისა და კორპორაციული ფინანსების ექსპერტი, რომელიც გადახდისუუნარო კომპანიას მართავს.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.] (1)
ადმინისტრატორი – ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის (გამგეობის) ან სარევიზიო კომისიის წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც დამოუკიდლებლად ან ერთ ან მეტ პირთან ერთად უფლებამოსილია იკისროს ვალდებულებები ბანკის სახელით. Source: საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“, 1996 წლის 23 თებერვალი, მუხლი 1. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს “საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი”. (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას. (2)
ბმები: 1. კორპორაციული ტიპური დოკუმენტები; 2. ორგანიზაციების იურიდიული, საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურება; 3. დისტანციური იურიდიული კონსულტაციები; 4. ბიზნეს გეგმების მომზადება; 5. მზა ტიპური ბიზნეს-გეგმები (შაბლონი)