ბლოგის ადმინის ნებართვით აღებულია ბლოგიდან https://geolaw.wordpress.com
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია (იგივე ევროკონვენცია) ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ერთ–ერთი ძირითადი ინსტრუმენტია. ევროკონვენცია ევროპის საბჭოს ფარგლებში იქნა შემუშავებული 1948 წლის ადამიანის საყოველთაო დეკლარაციის უმთავრესი პრინციპების გათვალისწინებით. ხელმოწერა 1950 წლის 4 ნოემბერს რომში მოხდა, ძალაში კი 1953 წლის ნოემბერში შევიდა. კონვენცია შედგება სამი ნაწილისაგან: პირველი ნაწილი მოიცავს ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მეორე ნაწილი არეგულირებს სასამართლოს შემადგენლობისა და პროცედურების განხორციელების წესებს და მესამე ნაწილი მოიცავს სხვადასხვა დასკვნით დებულებებს.
ევროპული კონვენცია არ აკისრებს სახელმწიფოს ვალდებულებას აღიაროს იგი ქვეყნის კანონმდებლობის ნაწილად და გამოიყენოს მისი დებულებები ეროვნულ დონეზე, მათ შორის სასამართლო პრაქტიკაში. ზოგადად, თუკი ამა თუ იმ სახელმწიფომ საერთაშორისო ხელშეკრულება აღიარა ქვეყნის შიდა კანონმდებლობის ნაწილად ნიშნავს იმას, რომ ამ სახელმწიფომ ერთი მხრივ, იკისრა ვალდებულება შეასრულოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო მეორე მხრივ, წარმოშვა ნებისმიერი პირის უფლება მოსთხოვოს ამ სახელმწიფოს თავისი ინტერესების დაცვა საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, ქვეყნის ნებისმიერ სახელმწიფო ორგანოში, მათ შორის სასამართლოშიც. საქართველოში ევროკონვენცია აღიარებულია კანონმდებლობის ნაწილად და სახელმწიფოსათვის წარმოშობს საერთაშორისო ვალდებულებებს.
ადამიანისუფლებათადაძირითადთავისუფლებათადაცვისევროპულიკონვენციისსაფუძველზეგანიხილავსსაქმეებსსტრასბურგშიმდებარეევროსასამართლო.
Geolaw ეტაპობრივად შემოგთავაზებთ ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლების განხილვებს და ამ მუხლებთან დაკავშირებულ საქმეებს, რომელსაც ევროსასამართლო განიხილავს.
ევროპულიკონვენციისმე–9 მუხლი.
აზრის, სინდისისადარელიგიისთავისუფლება
1. ყველასაქვსუფლებააზრის, სინდისისადარელიგიისთავისუფლებისა; ესუფლებამოიცავსრელიგიისანრწმენისშეცვლისთავისუფლებასდა, აგრეთვე, თავისუფლებასროგორცინდივიდუალურად, ისესხვებთანერთად, საქვეყნოდანგანკერძოებით, გააცხადოსთავისირელიგიათურწმენააღმსარებლობით, სწავლებით, წესებისდაცვითადარიტუალებისაღსრულებით.(იცავს)
2. რელიგიისანრწმენისგაცხადებისთავისუფლება
ექვემდებარებამხოლოდისეთშეზღუდვებს, რომლებიცგათვალისწინებულიაკანონითდააუცილებელიადემოკრატიულსაზოგადოებაშისაზოგადოებრივიუსაფრთხოებისინტერესებისათვის, საზოგადოებრივიწესრიგის, ჯანმრთელობისთუმორალისანსხვათაუფლებათადათავისუფლებათადასაცავად.(შეზღუდვადია)
ევროპული კონვეციის მე–9 მუხლი მოიცავს შეზღუდვად უფლებებს აბსოლუტური ელემენტებით. აზრის, სინდისისა და რელიგიის უფლებები, ისევე როგორც რელიგიის შეცვლის უფლება, აბსოლიტური ხასიათისაა.
არავის შეიძლება აიძულონ იფიქროს, ირწმუნოს ან შეიცვალოს რელიგია მისი ნების საწინააღმდეგოდ. აღმსარებლობის უფლება შეზღუდვადია კანონიერების, აუცილებლობის, პროპროციულობისა და არადისკრიმინაციული მოპყრობის პრინციპების გათვალისწინებით.
რელიგიის აღმსარებლობა რელიგიის თავისუფლების ერთ–ერთი ელემენტია.
რელიგიის კონკრეტულ განმარტებას ევროპული სასამართლო არ იძლევა, თუმცა მიუთითებს კრიტერიუმებზე, რომელიც შესაძლოა ასეთი განსაზღვრისათვის იქნეს გამოყენებული.
მე–9 მუხლით დაცულობის უფლება აქვთ რელგიურ კავშირებს (Church of Scientology Moscow V Russia (5 april, 2007); paras 72 & 81, ასევე, Biserica Adevarat Ortodoxa din Moldova and others V Moldova (27 Fabruary, 2007), paras 24-38; The Moscow branch of the Salvation army V Russia (5 October, 2006), paras 57-98).
ითვლება, რომ შემდეგი პირები ეწევიან რელიგიის მსახურებას
– ყველა მსოფლიო რელიგიის მიმდევრები;
– კრიშნას მიმდევრები (Iscon V UK, 8 March, 1994);
– იეჰოვას მოწმეები (Kokkinakis V Greece, 25 May, 1993);
– ჭეშმარიტი სინათლის ცენტრის წევრები (Omkarananda & the Divine Light Zenterum V Switzerland, 19 March, 1981);
– საიენტოლოგიური ეკლესიის მიდევრები (X & the Church Of Scienetlogy V Swedan, 5 May, 1979);
– დრუიდიზმის მიმდევრები (Chappell V Uk, 14 Jule, 1987).
არარელგიური რწმენად ითვლება: პაციფიზმი (Arrowsmith V Uk, 16ay, 1977) , ვეგანიზიმი (ვეგეტარიანლობა) (W v Uk, 10 Fabruary, 1993), ათეიზმი .
It [article 9] is also asset for atheists, agnostics, sceptics and the unconcerned.
იდეალიზმი, ალტრუიზმი და პოლიტიკური რწმენა არ ითვლება ევროპული კონვენციის მე–9 მუხლით დაცულ სიკეთედ.
რომელიმე რელიგიის შესაბამისად დაფიცება შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს კონვენციის მე–9 უხლს. (მაგ: მოსამართლის დაფიცება).
არ არსებობს აღმსარებლობის განსაზღვრება და სასამართლო შეეცდება გაარკვიოს იყო თუ არა ესა თუ ის ქმედება მოტივირებული რელიგიური შეხედულებებით.
პირის მიერ თავისი რელიგიის გამჟღავნებაში ხელშეშლა წარმოადგენს რელიგიის თავისუფლებაში ჩარევას (Ivanova v. Bulgaria, 12 April, 2007, para.80) ამასთან, მომჩივნამა უნდა დაადასტუროს, რომ მისი მოქმედება რელიგიური რიტულიას აუცილებელი ნაწილია (X v UK, Desicion 20 December, 1974).
მუსულმანების მიერ თავსაბურავის ტარება ასევე ექცევა მე–9 მუხლის დაცვის ქვეშ. გარკვეულ შეთხვევებში ასეთი შეზღუდვა შეიძლება გამართლებული იყოს (Leyla Sahin v. Turkey, 10 November, 2005, paras.75-123).
ნაადრევი ქორწინების გასამართლებლად ევროპული კონვენციის მე–9 მუხლის მოხმობა არ შეიძლება (Khan v. UK, 7 July, 1966).
მე–9 მუხლი იცავს რელიგიური სწავლების უფლებას. ამასთან, მე–9 მუხლი იცავს პროზელიტიზმის უფლებას. წამყვან საქმეში Kokkinakis v Greece (25 May, 1993) სასამართლომ დაადგინა, რომ ბალანსი უნდა დადგინდეს წყაროსა და მიმღებს შორის. დასაშვებია პროზელიტიზმისა არამართლზომიერი ფორმების აკრძალვა, მაგ: მატერიალური ან სოციალური უპირატესობის შეთავაზება რელიგიის შეცვლის სამაგიეროდ, ან არამართლზომიერი წნეხის განხორციელება, ან “ტვინის გამორეცხვა” ასევე დაუშვებელია.
საქმეში Jewish Liturgial Cha’ Are Shalom Ve Tsedek v France (27 June, 2000) სასამართლომ მიიჩნია სარიტუალო დაკვლა შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო რელიგიის აღმსარებლობად მე–9 მუხლის მიზნებისთვის.
მე–9 მუხლი არ ანიჭებს რელიგიის აღმსარებლებს დასაქმების სფეროში შეღავათებს, ამას ადასტურებს ევროპული სასამართლოს მიერ განხილული რამოდენიმე საქმე. საქმეში X v UK (Desicion 12 March, 1981) მომჩივანმა ითხოვა პარასკევს სამსახურიდან გათავისუფლება ლოცვისათვის დროის დასათმობად. საჩივარი განუხილველი დარჩა. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ საქმეში Stedman v UK (9 April, 1997).
სამხედრო სსამსახურთან დაკავშირებით სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი დისციპლინის გარეშე ვერ იარსებებს, რაც გარკვეული შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს, რაც რიგითი მოქალაქეების შემთხვევაში შესაძლოა არ ყოფილიყო გამართლებული (Yanasik v Turkey, 6 Jenuary, 1993)
გარდა ნეგატიური ვალდებულებისა, მე–9 მუხლით სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულებაც. კათოლიკური რელიგიის შეურაცხმყოფი პირების სისხლის სამართლით დასჯიოს შესახებ საქმეში (Otto Preminger Institu v Austria, 20 September, 1994 ) სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ პლურალიზმი მოითხოვს გარკვეულ მოთმინებას, თუმცა ბალანსი დაცული უნდა იყოს და არ შეურაცხყოს მორწმუნეთა გრძნობები, პროვოკაცია კი დაუშვებელია.