ანდერძი E. will, tastemant
1. ვისამე წერილობითი ან ზეპირი განკარგულება, რომელიც ჩვეულებრივ ქონებას ეხება და უნდა შესრულდეს მფლობელის სიკვდილის შემდეგ; 2. წერილობითი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის გადასცეს თავისი ქონება ან მისი ნაწილი ერთ ან რამდენიმე პირს როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1344).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.] (1)
ანდერძი – გარდაცვლილი პირის მიერ სიცოცხლეში წერილობით გამოვლენილი ნება, რომლითაც იგი თავის ქონებას ან ამ ქონების ნაწილს უტოვებს ერთ ან რამდენიმე პირს. წყარო: ძირითად იურიდიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf (2)
ანდერძი – გარდაცვლილი პირის მიერ სიცოცხლეში წერილობით გამოვლენილი ნება, რომლითაც იგი თავის ქონებას ან ამ ქონების ნაწილს უტოვებს ერთ ან რამდენიმე პირს.
წყარო: ძირითად იურიდიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf (3)
……