ბინის საკუთრება მრავალბინიან სახლებში

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

მრავალბინიან  სახლში  პირი  არის  როგორც  განსაზღვრული  ბინის  მესაკუთრე,  ისე  საერთო  საკუთრების  მონაწილე.  ინდივიდუალური  საკუთრება  პირს  შეიძლება  ჰქონდეს  ბინაზე  და  ასევე  შენობის  იმ  ნაწილზე,  რომელსაც  ბინად  არ  იყენებს.  ბინის  მესაკუთრეთა  საერთო  საკუთრებას  წარმოადგენს  მიწის  ნაკვეთი,  შენობის  ის  ნაწილი  და  ის  ნაგებობა  დანადგარები,  რომლებიც  არ  წარმოადგენენ  ინდივიდუალურ  საკუთრებას.  მაგალითად  ლიფტი,  შენობის  საძირკველი  და  ა.შ..  მრავალბინიან  სახლში  რამდენი  ბინაცაა,  იმდენი  წილია.  თუ  ერთი  პირი  ორი  ან  მეტი  ბინის  მფლობელია,  წილიც  ბინების  რაოდენობის  შესაბამისი  ექნება.

მხოლოდ  იზოლირებული  ბინა  ან  შენობის  სხვა  იზოლირებული  ნაწილი  შეიძლება  იყოს  ინდივიდუალური  საკუთრება.  მაგალითად  ავტომობილის  დასაყენებელი  ადგილი,  თუ  მისი  საზღვრები  არ  იცვლება  გარკვეული  დროის  მანძილზე,  ჩაითვლება  ინდივიდუალურ  საკუთრებად.  ინდივიდუალური  საკუთრება  არ  შეიძლება  იყოს  ბინის  ისეთი  ნაწილები,  რომლებიც  მაგალითად  ხელს  უწყობენ  მის  უსაფრთხოებას,  იმ  შემთხვევაშიც  კი  თუ  ისინი  მდებარეობენ  ბინის  შიგნით  მდებარე  ტერიტორიაზე.  ბინის  გაფართოებისას  ან  სხვა  სახეცვლილების  შემთხვევაში  ეს  ყველაფერი  უნდა  მოხდეს  ისე,  რომ  სხვა  მცხოვრებლებს  არ  შეეზღუდოთ  უფლებები,  არ  დაუბნელდეთ  ბინა,  ან  არ  შეეშალოთ  ხელი  რაიმე  ნაკვეთით  სარგებლობაში.

ბინის  დამქირავებელს  ,  რომლებმაც  სამ  წელზე  მეტხანს  იცხოვრეს  ბინაში,  აქვთ  ბინის  შესყიდვის  უფლება.  ამ  უფლების  გამოყენების  შესახებ  განცხადებით  მათ  უნდა  მიმართონ  ბინის  ბოლო  მესაკუთრეს.    მრავალბინიან  სახლში  ბინის  მფლობელს  არ  აქვს  უფლება  იმავე  ბინაში  შეისყიდოს  საცხოვრებელი  ფართი.  ამის  უფლება  აქვს  მხოლოდ  დამქირავებელს.  თუ  პირი  შეიძენს  გაქირავებულ  ბინას,  ქირავნობა  არ  წყდება  და  ურთიერთობა  გრძელდება  ახალ  მფლობელსა  და  დამქირავებელს  შორის.

ბინაზე  ინდივიდუალური  საკუთრების  უფლების  შეძენის  ან  შეწყვეტისთვის  აუცილებელია  სანოტარო  წესით  დამოწმებული  გარიგება  და  მისი  რეგისტრაცია  საჯარო  რეესტრში.  მრავალბინიან  სახლში  პირმა  ბინაზე  საკუთრების  უფლება  შეიძლება  შეიძინოს  ნასყიდობით,  ჩუქებით,  გაცვლით,  და  ა.შ.  ყველა  ასეთი  გარიგებისათვის  სავალდებულოა  სანოტარო  ფორმა  და  რეგისტრაცია  საჯარო  რეესტრში.

არ  შეიძლება  ინდივიდუალური  საკუთრების  გასხვისება  ,  დაგირავება  ან  სხვაგვარად  დატვრითვა  საერო  საკუთრების  შესაბამისი  წილის  გაუთვალისწინებლად.  ბინის  მესაკუთრე  იმავდროულად  არის  საერთო  საკუთრების  მოწილეც.

მრავალბინიან  სახლში  ბინის  მესაკუთრეს  აქვს  ბინის  გასხვისების  უფლება.  მას  შეუძლია  გაყიდოს  ის,  გააჩუქოს,  გაცვალოს  და  ა.შ.  მესაკუთრეს  ასევე  შეუძლია  ბინის  დაგირავება  ან  სხვაგვარად  დატვირთვა.  ამასთან  არ  დაიშვება  ბინის  გასხვისება  დაგირავება  და  ა.შ  საერთო  საკუთრების  შესაბამისი  წილის  გაუთვალისწინებლად.  ეს  იმას  ნიშნავს  რომ  პირი,  რომელიც  შეიძენს  ბინას  მრავალბინიან  სახლში,  ხდება  არამხოლოდ  ბინის  მესაკუთრე,  არამედ  საერთო  საკუთრების  მონაწილეც,  ამიტომ  არ  დაიშვება  მაგალითად,  ბინის  ნასყიდობის  ხელშეკრულებაში  იმის  გათვალისწინება  რომ  მყიდველი  ვერ  შეიძენს  უფლებას  საერთო  საკუთრებაზე.

თითოეულ  ბინის  საკუთრებაზე  ივსება  ცალკე  ფურცელი  საჯარო  რეესტრში.  საჯარო  რეესტრში  ბინის  საკუთრების  რეგისტრაციის  მასალებს  თან  უნდა  დაერთოს  სამშენებლო  უწყების  მიერ  დადასტურებული  სამშენებლო  მომწობა,  შენობის  პროექტი,  აგრეთვეშენობის  იმ  ნაწილებისმდებარეობა  და  ზომები,  რომლებიც  საერთო  საკუთრებაშია.

რაც  შეეხება  ბინის  მესაკუთრეთა  უფლება  მოვალეობებს  ამაზე  უფრო  დაწვრილებით  პოსტის  მეორე  ნაწილში  გვექნება  საუბარი.