გერმანია დიდ ყურადღებას უთმობს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირების დასაქმებას
გერმანია დიდ ყურადღებას უთმობს შშმ პირების, კერძოდ, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირების დასაქმებას, რასაც ორგანიზაცია Autismus Deutschland-ის ექსპერტი ფრიდრიხ ნოლტეც აღნიშნავს. ამდროინდელი მონაცემებით, გერმანიაში 40,000 ადამიანი ცხოვრობს აუტისტური სპექტრის დიაგნოზით. ექსპერტის აზრით, გერმანიის კანონმდებლობა მოწესრიგებულია იმგვარად, რომ შშმ პირებს შეეძლოთ დასაქმება და რეალიზება გარკვეულ სფეროებში. გერმანიის კანონმდებლობა ინტენსიურად ასახავს შშმ პირების დასაქმების სფეროებსა და არეალს. მაგალითად, გერმანიაში არსებობს ერთადერთი კომპანია – „Auticon“, რომელიც უშუალოდ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირების დასაქმებას უზრუნველყოფს. ფირმა მუშაობს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. აუტიზმის ერთ-ერთი ფორმის – ასპერგერის სინდრომის მქონე პირების, ამ კომპანიაში მუშაობის განსაკუთრებულ უნარს წარმოადგენს პროგრამულ უზრუნველყოფაში უმნიშვნელო ხარვეზების აღმოჩენა.