დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

თუ  პირმა  დანაშაულზე  ნებაყოფლობით  აიღო  ხელი,  მას  პასუხისმგებლობა  არ  დაეკისრება.  დანაშაულზე  ხელის  აღება  შეიძლება  როგორც  დანაშაულის  მომზადების  სტადიაზე,  ისე  დაუმთავრებელი  მცდელობისას.  აღსანიშნავია,  რომ  პირს  შეუძლია  დამთავრებული  მცდელობის  დროსაც  აიღოს  ხელი  დანაშაულზე.  ნებაყოფლობით  ხელის  აღებისას,  თუ  პირის  მიერ  ფაქტობრივად  ჩადენილი  ქმედება  შეიცავს  სხვა  დანაშაულის  ნიშნებს  (მაგალითად  არ  მოკლა  ადამიანი,  მაგრამ  სხეული  დაუზიანა),  იგი  დაისჯება  ფაქტობრივად  ჩადენილისათვის.  ნებაყოფლობით  ხელის  აღებისას  პირმა  თავისი  აქტიური  მოქმედებით  თავიდან  უნდა  აიცილოს  შედეგი.  თუ  პირმა  მიუხედავად  აქტიური  მცდელობისა  დანაშაული  ვერ  აიცილა,  დაისჯება  დამთავრებული  დანაშაულისათვის.  დანაშაულზე  ნებაყოფლობით  ხელის  აღება  პირის  უმოქმედობითაც  დასაშვებია  (მაგალითად  პირმა  ერთხელ  გასროლით  ტყვია  ვერ  მოარტყა  და  მეორედ  აღარ  ისროლა).  დამთავრებული  მცდელობის  შემთხვევებში  პირის  პასუხისმგებლობისაგან  გათავისუფლება  დასაბუთებულია  ე.წ.  „ოქროს  ხიდის“  თეორიით.  მისი  არსი  შემდეგში  მდგომარეობს:  კანონმდებელი  პირს  აძლევს  შანსს  ,  თუ  მან  ხელი  აიღო  დამთავრებული  მცდელობის  სტადიაზეც  კი  დანაშაულის  ბოლომდე  მიყვანაზე  და  თავიდან  აიცილა  სამართლებრივი  სიკეთის  დაზიანება.  მაშინ  მას  სისხლისსამართლებრივი  პასუხისმგებლობა  არ  დაეკისრება.    აქვე  განვიხილოთ  შემთხვევა,  როცა  ა–მ  სცადა  მოეკლა  ბ,  მაგრამ  ბ  გადარჩა  და  მიიღო  ჯანმრთელობის  დაზიანება,  ამ  შემთხვევაში  ა  დაისჯება  ჯანმრთელობის  დაზიანებისათვის.

აქვე  უნდა  აღვნიშნოთ,  რომ  უმოქმედობით  დანაშაულზე  ნებაყოფლობით  ხელის  აღებასთან  დაკავშირებით  სხვადასხვა  თეორია  განვითარდა.  1)  .
ცალკეულიაქტისთეორია  –  პირი  უნდა  დაისაჯოს  დანაშაულის  მდელობისათვის,  თუ  მან  თავისი  წარმოდგენით  შედეგის  მისაღწევად  ვარგისი  ქმედება  ჩაიდინა,  მაგრამ  ამას  სასურველი  შედეგი  არ  მოჰყოლია.  მაგალითი  :  ა–მ  ესროლა  ბ–ს  ტყვია  და  ბ–ს  ტყვია  აცდა.  ამ  შემთხვევაში  პირი  უნდა  დაისაჯოს  დანაშაულის  მცდელობისათვის,  მიუხედავად  იმისა  ჰქონდა  თუ  არა  მას  შემდეგი  მოქმედებით  მიზნის  მიღწევის  საშუალება.    ამ  თეორიის  საწინააღმდეგოდ  შეიძლება  ითქვას  ის,  რომ  თუ  პირი  არ  გათავისუფლდება  დანდობისთვის,  მაშინ  შეიძლება  გაუჩნდეს  სურვილი  დანაშაულის  ბოლომდე  მიყვანისა.  2)  .
ქმედებათაერთობლიობაშიშეფასებისთეორია  –  დასჯად  ქმედებას  მხოლოდ  მაშინ  აქვს  ადგილი,  როცა  ტავდაპირველ  ქმედებას  დანაშაულებრივი  შედეგი  არ  მოჰყოლია,  და  ასევე  პირს  შედეგის  მიღწევის  სხვა  საშუალება  აღარ  გააჩნდა.

დანაშაულის  ბოლომდე  მიყვანაზე  ნებაყოფლობით  ხელის  აღება  გვექნება  როცა  შედეგის  დადგომა  თავიდან  იქნება  აცილებული.  ნებაყოფლობითი  ხელის  აღების  შესახებ  ნორმა  არის  წამახალისებელი.  პირი  დანაშაულისაგან  იმიტომ  კი  არ  თავისუფლდება,  რომ  მას  დანაშაული  არ  ჩაუდენია,  არამედ  იმიტომ,  რომ  მან  თავიდან  აიცილოს  სამართლებრივი  სიკეთის  დაზიანება.  დანაშაულზე  ნებაყოფლობით  ხელის  აღება  არ  წარმოადგენს  ბრალის  გამომრიცხველ  საპატიებელ  გარემოებას,  არამედ  არის  პასუხისმგებლობიდან  პერსონალური  გათავისუფლების  საფუძველი.  აქვე  უნდა  ვახსენოთ 
კრიმინალპოლიტიკურითეორია,  რომელიც  ასაბუთებს  ნებაყოფლობით  ხელის  აღებისას  პირის  დაუსჯელობას.  აგრეთვე  მნიშვნელოვანია 
წახალისებისადასასჯელისმიზნებისთეორიები.