დეკლარაცია თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის

დეკლარაცია თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის

E. public official’s declaration on property state

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს შემდეგ ინფორმაციას თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ: ა) ვინაობა, საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში მათ მფლობელობაში არსებული უძრავი და მოძრავი ნივთები, საქმიანობა; ბ) მისი და მისი ოჯახის წევრების საიდენტიფიკაციო მონაცემები (გვარი, სახელი, დაბადების ადგილი, წელი, თვე და რიცხვი, ნათესაური ან სხვაგვარი კავშირი); დეკლარაციის შევსების მომენტისთვის საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში მის და მისი ოჯახის წევრების მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო (დაკავებული თანამდებობის და ანაზღაურების ოდენობის მითითებით); ოჯახის წევრების შრომითი ბიოგრაფია (სამუშაო ადგილის, დაკავებული თანამდებობის და მუშაობის დროის მონაკვეთის მითითებით); გ) უძრავი ქონება – მესაკუთრის ვინაობა, ქონების ადგილმდებარეობა და მისამართი; უძრავი ქონების საერთო ფართობი; ქონების ნასყიდობის, ქირავნობის ან გირაოს ღირებულება; ქონების მფლობელობაში მიღების თარიღი. დეკლარაციას თან უნდა დაერთოს მემკვიდრეობის, ნასყიდობის, ჩუქების, პრივატიზების, ქირავნობის ან გირაოს დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; დ) მოძრავი ქონება (გარდა ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშის, ნაღდი ფულის და განკარგვის უფლებით მიღებული ქონებისა), თუ ნივთის ღირებულება აღემატება საარსებო მინიმუმის ოცმაგ ოდენობას – მესაკუთრის ვინაობა, ნივთის სახეობა, საფირმო სახელწოდება, დამზადების ან გამოშვების დრო, შესყიდვის ფასი და დრო, მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საიჯარო ხელშეკრულების ასლი; ე) ფასიანი ქაღალდები – მესაკუთრის ვინაობა, საკუთრებაში მიღების დრო, ნომინალი, შესყიდვის ღირებულება, რაოდენობა, მესაკუთრის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; ვ) საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში – მესაკუთრის ვინაობა, ანგარიშის სახეობა, გახსნის თარიღი, თანხის ოდენობა; ზ) ნაღდი ფული, მათ შორის, სხვა ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის არარეგისტრირებულად გასესხებული ან/და მისგან არარეგისტრირებული სესხის სახით მიღებული – ნაღდი ფულის მესაკუთრის ვინაობა, იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლისგანაც მიღებულია ან/და რომლისთვისაც გადაცემულია სესხი, სესხის მიღების/გაცემის თარიღი, სესხის მიმღების/გამცემის წერილობითი დასტური; თ) განკარგვის უფლებით მიღებული ქონება – მესაკუთრის ვინაობა, ქონების სახეობა, სრული სახელწოდება, დამზადების ან გამოშვების დრო, განკარგვის უფლების მფლობელი, უფლების მიღების თარიღი და ქონების მისამართი (უძრავი ქონებისთვის), განკარგვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ი) მოქმედი ან/და წლის განმავლობაში დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება, რომლის საგნის ღირებულება აღემატება საარსებო მინიმუმის ათმაგ ოდენობას – ხელშეკრულების სახე, ხელშეკრულებაში მონაწილე პირები, ხელშეკრულების საგანი და მისი ღირებულება, ხელშეკრულების დადების თარიღი და მოქმედების ვადა იმ ორგანოს მითითებით, რომელმაც მოახდინა ხელშეკრულების რეგისტრაცია ან დამოწმება; კ) საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობა – საწარმოს საქმიანობაში მონაწილე პირი და მონაწილეობის ფორმა, საწარმოს სრული საფირმო სახელწოდება და იურიდიული მისამართი, საწარმოს მარეგისტრირებელი ორგანო და რეგისტრაციის თარიღი; ლ) დეკლარაციის შევსების თარიღი და პირის ხელმოწერა. თანამდებობის პირი ვალდებულია დაასაბუთოს დეკლარირებული ქონების და ფინანსური რესურსების წარმომავლობა. დეკლარირებული ქონების და ფინანსური რესურსების მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში თანამდებობის პირმა უნდა მიუთითოს ასეთი დოკუმენტის არარსებობის გარემოებებზე („საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 15).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……